ეს საშინაო გამაახალგაზრდავებელი კრემი პირადად 3 წლის წინ აღმოვაჩინე. იმ დროიდან მოყოლებული დღემდე მას აქტიურად ვიყენებ და შედეგით იმდენად კმაყოფილი ვარ, რომ დარეკლამებული კოსმეტიკური პროდუქციისაკენ გახედვაც კი აღარ მინდა.
გარდა ამ საშუალების ბიუჯეტურობისა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დარეკლამებული კოსმეტიკისგან განსხვავებით, ის არ არის გჯერებეული მავნე ქიმიური ელემენტებით.
თავად ამ საშინაო კრემისგან დეიდის მეგობრისგან შევიტყვე, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, თავის რეალურ ასაკთან შედარებით ყოველთვის გაცილებით ახალგაზრდად, ლამაზად და მხნედ გამოიყურებოდა. დეიდის მეგობრის თქმით, მისი ახალგაზრდობის საიდუმლო სწორედ ამ საშინაო კრემში იყო, რომლითაც თავად 15 წელზე მეტი სარგებლობდა.
როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი საკუთარი ხელით
დაგჭირდებათ:
- 100 გრამი ნაღები
- ერთი კვერცხის გული
- 1 ს.კ. თაფლი
- 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი
- 2 ს.კ. მაღალხარისხიანი კონიაკი
ინსტრუქცია:
მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა ყველა ინგრედიენტისაგან (უმჯობესი იქნება ბლენდერის გამოყენება). ყოველ საღამოს წინასწარ კარგად გაწმენდის სახის კანზე წაისვით მზა კრემი თხელ ფენად, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით რამდენიმე წუთის განმავლობაში და დაიტოვეთ სამოქმედოდ 1 საათით.
1 საათის შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. კრემი უნდა შეინახოთ მინის ქილაში, მაცივრის ქვედა თაროზე. კვირაში 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებები იხილოთ.
ამ საშინაო კრემის რეგულარული გამოყენებიდან დაახლოებით 1 თვეში ჩემი ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევვი გახდა, კანის ტონი გათანაბრდა, დაიბრუნა სიმტკიცე და სიმკვრივე. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს გაცილებით უკეთ და ახალგაზრდად გამოვიყურები, ვიდრე წლების წინ, რისთვისაც ამ საშინაო კრემის მადლიერი ვარ.
გამოიყენეთ ის და პირობას გაძლევთ, სასიამოვნო ცვლილებები არ დააყოვნებს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს საშუალება თქვენთვისაც ისეთივე სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება, როგორც ჩემთვის. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!