გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელიც საიმედოდ დაგიცავთ თვალის დაავადებებისგან. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივია გლაუკომის, კატარაქტის, ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ჭარბი ცრემლდენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
რეცეპტი მართლაც რომ ძალიან მარტივი და უნივერსალურია, რომელიც პირადად გამოვცადე და მიღებული შედეგით იმდენად კმაყოფილი დავრჩი, რომ მისი გამოყენება ყველა მეგობარს ვურჩიე.
ძალიან დაეხმარა ეს საშუალება ჩემს 62 წლის დედასაც, რომელსაც მხედველობა დღითიდღე უქვეითდებოდა. ზუსტად ორი წლის წინ შევნიშნე, რომ მისი მარჯვენა თვალი ბოლომდე თეთრი აპკით დაიფარა დ ამ თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა, ხოლო მარცხენა თვალში მხედველობის რამდენიმე პროცენტიღა ჰქონდა შერჩენილი. მისი დიაგნოზი კატარაქტა აღმოჩნდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ხალხური მედიცინის დიდი მოყვარული ვარ, ძველ სამედიცინო ჟურნალებში სხვადასხვა რეცეპტების მოძიება დავიწყე.
არჩევანი კოთხუჯისა და გულყვითელას ფესვების ნაყენზე შევაჩერე. 1 წლის განმავლობაში ეს ნაყენი დედამ დაახლოებით 1,5 ლიტრის ოდენობით მიიღო და შედეგმაც ნამდვილად არ დააყოვნა: თეთრი აპკი მარჯვენა თვალზე თითქმის ბოლომდე გაქრა, ხოლო მხედველობა მარცხენა თვალში – რამდენიმე პროცენტით გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, მარჯვენა თვალის გადარჩენა ვერ შევძელით, რომელიც, შეიძლება ითქვას, უკვე დაღუპული იყო, თუმცა მთავარი სწორედ ის ფაქტია, რომ დედა აბსოლუტურ სიბრმავეს გადაურჩა.
გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
აიღეთ კოთხუჯისა და გულყვითელას ფესვები თითო მუჭის ოდენობით, ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ნახევარი ლიტრი ოჯახის არაყი. დააყონეთ ეს საშუალება 12 დღე-ღამის განმავლობაში ბნელ ადგილას, პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ. დაყოვნებული მასა გადაწურეთ სუფთა ბოთლში და დაიწყეთ მისი მიღება 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. საერთო ჯამში თქვენ უნდა ჩაიტაროთ ერთ წლიანი კურსი, რისთვისაც დაგჭირდებათ მოცემული ნაყენი 4 ნახევარ ლიტრიანი ბოთლის ოდენობით. შეგიძლიათ, მთლიანი ულუფა წინასწარ მოამზადოთ, რადგან რაც უფრო დიდხანს ყოვნდება ნაყენი, მით უფრო ძლიერია ის.
ერთი ბოთლი გყოფნით 2 თვე. 2 თვიან კურსებს შორის უნდა აკეთეთ ერთ თვიანი შესვენებები. მდგომარეობის გაუმჯობესებას მალევე შენიშნავთ, სასურველი შედეგის მისაღებად კი კურსის ბოლომდე ჩამთვარება მოგიწევთ.
ამ საშუალების ეფექტურობა დროითა და გამოცდილებით არის დადასტურებული. თუ თქვენ მხედველობის დაქვეითებას გრძნობთ, აუცილებლად დაიწყეთ მისი მიღება – ასე მარტივად აირიდებთ თავიდან სერიოზულ გართულებებს.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!