ეს საშინაო საშუალება აღადგენს დაზიანებულ სახსრებსა და მუხლებს. ასე მოვიტოვე ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება წარსულში

1334

გარდა ასაკის მატებისა, არსებობს არაერთი ფაქტორი, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. ძვლების დასუსტება, სახსრების, კისრის, ზურგისა და კიდურების ტკივილი – მცირე ჩამონათვალი იმ უსიამოვნო პრობლემებისა, რომლებიც ჩვენს დროში იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს.

თუ დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნებამ შეგაწუხათ, დროულად მიიღეთ საჭირო ზომები, რათა თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები. სახსრებთან და ძვლებთან დაკავშირებულ პრობლემებს მარტივად გაუმკლავდებით საწყის სტადიაზე ჩვენი დღევანდელი საშინაო რეცეპტით.

მოცემული საშუალება გაგიძლიერებთ ძვლებს, მყესებსა და იოგებს, სწრაფად შეგიმსუბუქებთ სახსრების ტკივილს და დაგავიწყებთ დისკომფორტის შეგრძნებას. ჩვენი დღევანდელი რეცეპტი ძალიან დაგეხმარებათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოსტეოპოროზი გაწუხებთ.

როგორ გავიძლიეროთ ძვლები და სახსრები

დაგჭირდებათ:

  • 100 გრამი ქიშმიში
  • 50 გრამი ჟელატინი (არომატიზატორების გარეშე)
  • 100 გრამი სელის თესლი
  • 200 გრამი სეზამის თესლი
  • 200-300 მლ თაფლი
  • 100 გრამი ნუში ან გოგრის გარჩეული თესლი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. პირველ რიგში, დაფქვით სელის, სეზამისა და გოგრის თესლი ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით.
  2. დაფქული მარცვლები მოათავსეთ მინის ქილაში, დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და კარგად ამოურიეთ.
  3. დააფარეთ ქილას თავსაფარი და შეინახეთ ეს მასა მაცივარში.

მიირთვით ყოველ დილას და საღამოს ეს სამკურნალო ნაზავი 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – ნარევის ამოწურვამდე.

ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იგრძნობთ. გარდა ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილების გაძლირებისა, ეს საშუალება მოამარაგებს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც დადებითად აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც კი.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!