როგორ დავამარცხოთ მუხლის ძლიერი ტკივილი, ანთება და შეშუპება სწრაფად სახლის პირობებში

2883

არსებობს ისეთი ნატურალური საშუალებები, რომელთათვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი. სწორედ მათი დახმარებით, მარტივად არის შესაძლებელი მუხლის სახსრიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა და შეშუპების დამარცხება.

თუ ამ ნატურალურ საშუალებებს გამოიყენებთ, შეძლებთ ტკივილისა და დისკომფორტის საშინელი შეგრძნების დამარცხებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმცია დაგეხმარებათ.

არსებობს მუხლის სახსრის ანთებისა და საშინელი ტკივილების გამომწვევი რამდენიმე მიზეზი, მათ შორის: ცხოვრების არაჯანსაღი სტილი, წარსულში მიღებული ტრავმები, დაბერების ბუნებრივი პროცესი და ა.შ. ყველაზე ხშირად მუხლში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები სინოვიალური სითხის დაგროვებას უკავშირდება.

ეს სითხე არსებობს ჩვენი სხეულის პრაქტიკულად ყველა სახსარში და ის ასრულებს ბუნებრივი საპოხი ნივთიერების როლს, თუმცა მისი დონის მოჭარბებამ შეიძლება მიგვიყვანოს ანთებამდე, შეშუპებამდე და საშინელ ტკივილებამდე.

რა თქმა უნდა, თუ დისკომფორტის შეგრძნება შეგაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და შესაბამისად გამოიკვლიოთ თავი, თუმცა გარდა ტრადიციული მედიკამენტოზური მკურნალობისა, არაჩვეულებრივი იქნება, თუ დახმარებისათვის ხალხური მედიცინის მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტებს მიმართავთ.

როგორ მოვიშოროთ ზედმეტი სითხე მუხლებიდან და დავამარცხოთ ძლიერი ტკივილებ

1. ჯანჯაფილისა და კურკუმის ჩაი

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ნატურალური საშუალება ჯანჯაფილისა და კურკუმის ჩაია. ამ სასმელში შემავალი შენაერთები ამცირებს და ბლოკავს ისეთი ფერმენტების გამომუშავებას, რომლებიც პროვოცირებს ანთებას და აქვს დამანგრეველი გავლენა ჩვენს სახსრებზე.

მომზადებისა და მიღების წესი:

  • 500 მლ წყალი
  • 0,5 ჩ.კ. ჯანჯაფილის ფხვნილი
  • 0,5 ჩ.კ. კურკუმის ფხვნილი
  • 2 ს.კ. ნატურალური თაფლი

როდესაც წყალი წამოდუღდება, დაუმატეთ მას ჯანჯაფილი და კურკუმა. ხარშეთ ის ინგრედიენტების დამატებიდან კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ მიეცით მცირე დრო გასაგრილებლად, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი. მიღებული სასმელი გაყავით 3 თანაბარ ულუფად და მიირთვით ერთი დღის განმავლობაში ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მიიღეთ ასეთი სასმელი ყოველდღიურად სასრუველი შედეგის მიღებამდე.

2. ზეითუნის ზეთი და ნიორი

ზეითუნის ზეთისა და ნივრის კომბინაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ანთების დასამარცხებლად, რომელიც სინოვიალური სითხის შეკავებითაა განპირობებული.

მომზადებისა და მიღების წესი:

ნიორი დააქუცმაცეთ წვრილად და ჩაყარეთ მინის ქილაში. დაასხით იმ რაოდენობით ზეითუნის ზეთი, რომ მყარი მასა ბოლომდე დაიფაროს. ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ნარევი ბნელ, გრილ ადგილას 1 კვირის განმავლობაში.

დაიწყეთ ამ საშუალების მიღება 1 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე. კურსის ხანგრძლივობა – სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გარდა ამ საშუალების შინაგანად მიღებისა, კარგი იქნება, თუ რეგულარულად გაიკეთებთ მუხლის მასაჟს მისი გამოყენებით (წინასწარ შეათბეთ ის წყლის აბაზანაზე ან ემალის ჭურჭელში).

3. სალბის ნაყენის კომპრესები

დამამშვიდებელი და ანთების საწინააღმდეგო ეს საშუალება სწრაფად მოგიხსნით შეშუპებას და საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. სალბის ნაყენის კომპრესები სტიმულირებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და სხეულიდან ზედმეტი სითხის მოშორების პროცესს.

მომზადებისა და მიღების წესი:

  • 3 ს.კ. სალბის გამომშრალი ბალახი
  • 250 მლ წყალი

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მასში სალბის გამომშრალი ბალახი და დააყოვნეთ 15-20 წუთით. გადაკეცეთ მარლა რმდენიმე ფენად, ჩაალბეთ ის მომზადებულ ნაყენში და დაიფინეთ მუხლებზე 20 წუთით. უმჯობესი იქნება, თუ პროცედურას ყოველ საღამოს, დაძინების წინ ჩაიტარებთ.

ვიმედოვნებ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!