ყველა დიასახლისი ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა ზომებს, რათა სახლში იდეალური სისუფთავე და წესრიგი შევინარჩუნოთ, რაც მარტივი ნადმვილად არ არის.
თუ სისუფთავე გიყვართ, აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია. საჭმელი სოდისა და ძმრის ნაზავი – უნიკალური საშუალება, რომელიც ჩაგინაცვლებთ საყოფაცხოვრებო ქიმიკატებს. გარდა ბიუჯეტურობისა და არანაკლები ეფექტურობისა, ეს ნარევი არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის, რასაც მავნე ნივთიერებებით გაჟღენთილ ქიმიკატებზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით.
სოდა და ძმარი – იდეალური სისუფთავის გარანტი!
1. ხსნარი ხალიჩიდან რთული ლაქების ამოსაყვანად
ინგრედიენტები:
- 20 გრამი საჭმელი სოდა
- ½ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (125 მლ)
ინსტრუქცია:
მოყარეთ ხალიჩის დალაქავებულ ზედაპირზე საჭმელი სოდა და კარგად გახეხეთ ძველი ჯაგრისით. დაასხით მას თეთრი ძმარი და დატოვეთ სრულ შეშრობამდე (ქაფისებრი მასის წარმოქმნის არ შეგეშინდეთ). როდესაც ხალიჩა გაშრება, კარგად მოაშორეთ მას ნარჩენები მტვერსასრუტის გამოყენებით.
2. ხსნარი თეთრი ნივთებისათვის
თუ თქვენს საყვარელ თეთრ ტანსაცმელს ყვითელი ლაქები გაუჩნდა, ეს საშუალება აუცილებლად დაგემარებათ!
ინგრედიენტები:
- 3 ს.კ. საჭმელი სოდა (30 გრ.)
- ½ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (125 მლ)
ინსტრუქცია:
მოაბნიეთ დალაქავებულ ზედაპირზე საჭმელი სოდა და ჩადეთ ნივთი ძმრიან ჭურჭელში. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ გარეცხეთ ნივთი სარეცხ მანქანაში, ჩვეულებისამებრ. პირობას გაძლევთ, ლაქებისგან კვალიც არ დარჩება!
3. სააბაზანოს სადეზინფექციო ხსნარი
საჭმელი სოდისა და ძმრის ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები შეგვიძლია გამოვიყენოთ სააბაზანოს დეზინფიცირებისთვის.
ინგრედიენტები:
- 2 ს.კ. საჭმელი სოდა (20 გრ.)
- ¼ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (62 მლ)
- 2 ჩაის ჭიქა წყალი (500 მლ)
ინსტრუქცია:
ჩაასხით წყალი ტაშტში, ჩაყარეთ სოდა და ჩაასხით თეთრი ძმარი. მოითინეთ იქამდე, სანამ ხსნარი აქაფებას დაიწყებს, შემდეგ კი დაასველეთ მასში ღრუბელი და შეუდექით სააბაზანოს ყველაზე ჭუჭყიანი ადგილების დამუშავებას. ასე შეძლებთ მილიონობით მავნე ბაქტერიის, მიკრობისა და სოკოს სპორების განადგურებას.
4. სამზარეულო და ნიჟარები
იცით, რომ ეს იდეალური ადგილია მავნე ბაქტერიების, მიკრობებისა და სოკოს სპორების ზრდა-გამრავლებისთვის? პერიოდულად გაასუფთავეთ სამზარეულოს თაროები და ნიჟარები ამ ნაზავით, რათა მარტივად შეძლოთ იდეალური სისუფთავის შენარჩუნება.
ინგრედიენტები:
- 3 ს.კ. საჭმელი სოდა (30 გრ.)
- ¼ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (62 მლ)
ინსტრუქცია:
მოაბნიეთ ნიჟარაზე საჭმელი სოდა და დატოვეთ 5 წუთით. მსუბუქად გახეხეთ ზედაპირი ძველი ჯაგრისით და შემდეგ მოასხით თეთრი ძმარი. 10 წუთის შემდეგ გაწმინდეთ ნიჟარა წყალით.
5. მაცივრის დეზინფიცირება და უსიამოვნო სუნის მოშორება
მაცივარი სწორედ ის ნივთია ჩვენს სახლში, რომელიც უსიამოვნო სუნის წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მას რეგულარულად არ ვწმინდავთ. ყველა მავნე მიკრობსა და ბაქტერიას, უსიამოვნო სუნსა და ყვითელ ნადებს მარტივად მოაშორებს სოდისა და ძმრის ნაზავი.
ინგრედიენტები:
- ¼ ჩაის ჭიქა თეთრი ძმარი (62 მლ)
- ¼ ჩაის ჭიქა წყალი (62 მლ)
- 5 ს.კ. საჭმელი სოდა (50 გრ.)
ინსტრუქცია:
გახსენით ძმარი და წყალი ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით. მიღებული ხსნარი გადაიტანეთ სპრეი-ბოთლში, ჩაყარეთ სოდა და კარგად შეანჯღრიეთ. ჯერ დაელოდეთ ქაფის ამოსვლას, შემდეგ კი დააფარეთ ბოთლს თავსახური და მიაპკურეთ ეს საშუალება მაცივრის კედლებზე. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ შეამშრალეთ ოდნავ სველი ღრუბელით.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!