თმის ინტენსიურ ცვენას რამდენიმე პროცედურაში დაამარცხებთ. მეგობარი ექიმ-ტრიქოლოგის რეცეპტი

18728

რეცეპტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, ჩემმა მეგობარმა გამიზიარა, რომელიც პროფესიით ექიმ-ტრიქოლოგია. თმის ცვენისა და მისი საფარის შეთხელების პრობლემამ ჩემზე და ჩემს თვითშეფასებაზე იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია, რომ საკუთარ თავზე დაახლოებით 50-მდე საშუალება გამოვცადე, თუმცა სრულიად უშედეგოდ.

წარუმატებელი მცდელობებით იმედგაცრუებულმა დახმარებისათვის მეგობარს მივმართე. მან სწორედ ამ საშუალების გამოყენება მირჩია, რომელსაც დღევანდელ სტატიაში თქვენც გაგაცნობთ. მის შემადგენლობაში არის აბსოლუტურად ყველა ვიტამინი, რომელიც ჩვენს თმას ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის სჭირდება.

დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი თმის ბალზამი ან კონდენციონერი, რომელშიც უნდა გახსნათ B ჯგუფის ვიტამინები თითო კაფსულის ოდნეობით.

ქვემოთ ჩამოთვლილი საჭირო ვიტამინების შეძენას შეძლებთ უახლოეს აფთიაქში ხელმისაწვდომ ფასად.

  • ვიტამინ B1 – იგივე თიამინი, რომელიც აუცილებელია ჩვენი თმის ჯანმრთელობისთვის. მას საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს თხილეული, პური, კარტოფილი, ბარდა და ა.შ.
  • ვიტამინ B2 – იგივე რიბოფლავინი, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს რძე, რძის ნაწარმი, თევზი, კვერცხი, ფრინველის ხორცი, საფუარი და ა.შ.
  • ვიტამინ B3 -იგივე ნიკოტინის მჟავა ან ნიაცინი, რომელსაც შეიცავს ფრინველის ხორცი, თევზი, თხილეული, მზესუმზირა, ლობიო და მწვანე ბოსტნეული.
  • ვიტამინ B6 – იგივე პირიდოქსინი, რომლითაც მდიდარია საქონლის ხორცი, რძე, კვერცხი, ბანანი, კომბოსტო, მწვანე წიწაკა, ოსპი, მარცვლეული და ა.შ.
  • ვიტმაინ B12 – იგივე ციანოკობალამინი, რომელიც შედის ფრინველის ხორცის, კვერცხის, ზღვის პროდუქტების, ყველი, გაღვივებული ხორბლის წამონაზარდების, თევზის, რძის პროდუქტებისა და საფუვრის შემადგენლობაში.

სწორედ ჩამოთვლილი ვიტამინების დეფიციტს მივყავართ თმის ცვენამდე. ეს უსიამოვნო პრობლემა წარსულში რომ მოიტოვოთ, აიღეთ თმის კონდენციონერი ან ბალზამი 2 სუფრის კოვზის ოდენობით და დაამატეთ მასში ყველა ვიტამინი თითო კაფსულის ოდენობით, შემდეგ კარგად მოურიეთ.

ტენიან თმაზე კარგად წაისვით ეს საშუალება, აიქაფეთ, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გადაივლეთ წყალი. ერთი პროცედურაც კი საკმარისი იქნება, რათა სასიამოვნო ცვლილებები იგრძნოთ.

როგორც უკვე გითხარით, ყველა ამ ვიტამინი შეძენას შეძლებთ ნებისმიერ აფთიაქში, თანაც ხელმისაწვდომ ფასად. თუ კვირაში ერთხელ მაინც თავს ამ ისნტუქციის მიხედვით დაიბანთ, თმისცვენის პრობლემისაგან ხანმოკლე დროში გათავისუფლდებით.

აქვე მინდა გითხრათ, რომ მრავალ საშუალებას შორის ყველაზე ეფექტური ჩემ შემთხვევაში სწორედ ეს რეცეპტი აღმოჩნდა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!