დროთა განმავლობაში ჩვენი სამზარეულოს ნივთები კარგავს პირვანდელ სახეს, რაც არ უნდა კარგად ვუფრთხილდებოდეთ მათ. ცხიმის მიმწვარი ლაქების გაჩენა ტაფებსა და ქვაბებზე მხოლოდ დროის საკითხია… ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად რთულია ამ ნივთებისათვის პირვანდელი სისუფთავისა და ბზინვარების დაბრუნება.
გირჩევთ, საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენების ნაცვლად, არჩევანი ჩვენს დღევანდელ საშუალებაზე შეაჩეროთ. გარდა ბიუჯეტურობისა და საოცარი ეფექტურობისა, ეს საშუალება არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რასაც ქიმიაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით.
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ და პირობას გაძლევთ, სამზარეულოს ნივთები იბრწყინებს ისე, როგორც შეძენის დღეს.
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
- 1 ს.კ. საჭმელი სოდა
- 1 ს.კ. კბილის პასტა
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
ინსტრუქცია:
- შეურიეთ ერთმანეთში საჭმელი სოდა და კბილის პასტა.
- წვეთ-წვეთობით, მუდმივი მორევის პრირობებში დაუმატეთ ძმარი.
- მიღებული მასა მაშინვე გაანაწილეთ დაბინძურებულ ზედაპირზე, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ კარგად გარეცხეთ.
როგორც ხედავთ, საქმე ძალიან მარტივადაა. საყოფაცხოვრებო ქიმიის ნაცვლად, გამოიყენეთ ეს საშუალება და პირობას გაძლევთ, შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.