საჭმელი სოდა მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც პრაქტიკულად ყველა ოჯახის სამზარეულოში ვხვდებით. გარდა გამაფხვიერებლის როლის შეთავსებისა, ეს პროდუქტი შეგვიძლია გამოვიყენოთ არაერთი გზით. მისი დახმარებით, მარტივად არის შესაძლებელი პირში უსიამოვნო სუნის მოშორება, სურდოსა და საშარდე გზების ინფექციების დამარცხება, ინტიმური ჰიგიენის დაცვა და ა.შ.
უკვე საკმაოდ დიდი ხანია ეს პროდუქტი აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ ტრადიციულ მედიცინაშიც კი, რაც მისთვის დამახასიათებელი მართლაც რომ გასაოცარი თვისებების დამსახურებაა.
როგორც მოგეხსენებათ, საჭმელი სოდა ტუტე პროდუქტია, რომელიც ანტიოქსიდანტური და ანტიმიკრობული ძლიერი თვისებებით გამოირჩევა. ახლა კი გიამბობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს უნივერსალური პროდუქტი ჯანმრთელობის გავრცელებული პრობლემების სამკურნალოდ.
1. საჭმელი სოდა მჟავური რეფლუქსის წინააღმდეგ
ტუტე თვისებების გამო, საჭმელი სოდა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქტად კუჭში ზედმეტი მჟავის წარმოქნის პრევენციისთვის, რის შედეგადაც თავიდან ვირიდებთ მჟავურ რეფლუქსსა და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა სახის გაღიზიანებებს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
- 1/2 ჩაის ჭიქა თბილი წყალი
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
ინსტრუქცია:
- დაამატეთ საჭმელი სოდა თბილ წყალში და კარგად მოურიეთ.
- შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ლიმონის წვენი და გააჩერეთ სულ ორიოდე წუთით.
- მიირთვით სასმელი მაშინ, როდესაც კუჭში სიმძიმისა და მომატებული მჟავიანობის შეგრძნება დაგეუფლებათ.
- გამოიჩინეთ ზომიერება და სიფრთხილე.
2. სურდო
საჭმელი სოდა მდიდარია ანტიბაქტერიული, ლორწოს დამშლელი და გამომდევნი, ანთების საწინააღმდეგო შენაერთებით.
ინგრედიენტები:
- 1/4 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- 2 ს.კ. წყალი
ინსტრუქცია:
- 2 სუფრის კოვზ წყალში დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და კარგად მოურიეთ.
- პიპეტის გამოყენებით ჩაიწვეთეთ ეს ხსნარი ორივე ნესტოში 3-3 წვეთის ოდენობით.
- გაიმეორეთ პროცედურა ყოველ რამდენიმე საათში ერთხელ, სანამ სურდოს ბოლომდე არ მოიშორებთ.
3. ყელის გაღიზიანება
საჭმელი სოდას შეუძლია ყელის ტკივილის საგრძნობლად შემსუბუქება და იმ ბაქტერიების განადგურება, რომლებიც ინფექციას იწვევს. თუ მას ვაშლის ძმართან გავაერთიანებთ, სამკურნალო პოტენციალს კიდევ უფრო გავზრდით.
ინგრედიენტები:
- 1/2 ჩაის ჭიქა წყალი
- 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, შეათბეთ წყალი.
- როგორც კი ის სასურველ ტემპერატურას მიაღწევს, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და ამავე რაოდენობით ვაშლის ძმარი.
- თუ ყელის ტკივილმა შეგაწუხათ, მიირთვით ეს სასმელი და უსიამოვნო შეგრძნებები მალევე გაივლის.
4. უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან
ანტიმიკრობული თვისებების ხარჯზე, საჭმელი სოდის დახმარებით მარტივად არის შესაძლებელი უსიამოვნო სუნის მოშორება პირის ღრუდან.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ. საჭმელი სოდა
- 6 წვეთი პიტნის ეთერზეთი
- 1 ჩაის ჭიქა წყალი
ინსტრუქცია:
- გახსენით საჭმელი სოდა და პიტნის ეთერზეთი ერთი ჩაის ჭიქა თბილ წყალში.
- კარგად გამოივლეთ ეს საშუალება პირის ღრუში.
- ჩაიტარეთ ეს პროცედურა ყოველდღიურად იქამდე, სანამ უსიამოვნო სუნს ერთხელ და სამუდამოდ არ მოიშორებთ.
5. საშარდე გზების ინფექციები
სოდა გვეხმარება ორგანიზმში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღდგენაში, რაც კარგი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი საკითხია.
ინგრედიენტები:
- 1/2 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა
- 1/2 ჩაის ჭიქა წყალი
ინსტრუქცია:
- გახსენით ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა ნახევარ ჩაის ჭიქა თბილ წყალში.
- მიირთვით ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, სანამ საშარდე გზების ინფექციებისათვის დამახასიათებელი ყველა სიმპტომი არ გაქრება.
როგორ ხედავთ, იაფი და ხელმისაწვდომი საჭმელი სოდა მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება. გისრუვებთ ჯანმრთელობასა და ბენდიერებას!