კიდურების ხშირი დაბუჟება – პრობლემა, რომელიც შუახნის ასაკის პაციენტებში იშვიათობას არ წარმოადგენს. გარდა სისხლის მიმოქცევის შეფერხებისა, ეს უსიამოვნო მოვლენა შეიძლება განპირობებული იყოს არაერთი სერიოზული ფაქტორით.
თუ ხშირად გაწუხებთ ისეთი უსიამოვნო შეგრძნება, როგორიც ხელებისა და ფეხების დაბუჟებაა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევები.
აქვე მინდა გაგაცნოთ ხალხური საშუალება, რომელიც არტერიების გაწმენდისა და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას. ამ ნატურალური რეცეპტის ეფექტურობა პირადად მაქვს გამოცდილი.
როგორ გავთავისუფლდეთ კიდურების ხშირი დაბუჟებისაგან?
მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:
დაგჭირდებათ მესამედი ჩაის ჭიქა სელის თესლი და ერთი ლიტრი გაფილტრული წყალი. აიღეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელი, ჩაყარეთ მასში მარცვლები, დაასხით სითხე და დადგით წყლის აბაზანაზე. დაახლოებით 2 საათის შემდეგ გადმოდგით ჭურჭელი აბაზანიდან და მიეცით დრო გასაგრილებლად, შემდეგ კი გადაწურეთ.
თქვენ მიიღებთ დაახ. 700-800 მილილიტრ სითხეს, რომელიც გეყოფათ 5 დღე. სამკურნალო საშუალება უნდა მოამზადოთ საღამოს საათებში და დააყოვნოთ მთელი ღამით.
მეორე დილას, გაღვიძებისთანავე მიირთვით ეს საშუალება მესამედი ჩაის ჭიქის ოდენობით (უზმოზე). მეორე ულუფა, კვლავ მესამედი ჭიქის ოდენობით, დალიეთ საღამოს საათებში, დაძინებმადე 1-2 საათით ადრე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 15 დღე. სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ კურსის გამეორება 3 თვიანი დასვენების შემდეგ.
როგორც უკვე გითხარით, მოცემული საშუალება წმენდს სისხლძარღვებს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ ორგანიზმში, რაც დადებითად აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გუაზიარეთ ის მეგობრებსაც. გისრუვებთ ჯანმრთელობას!