ამ ნიღაბს კვირაში 2-ჯერ ვიყენებ, რათა ლაქები და ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდეს

960

ამ ნიღაბს, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, პირადად საკმაოდ დიდი ხანია ვიყენებ და შედეგით ყოველთვის ძალიან კმაყოფილი ვარ. კვირაში 2 პროცედურა საკმარისია, რათა თავიდან აირიდოთ ნაადრევი სიბერე და შეძლოთ უკვე არსებული ნაოჭების ზომაში შემცირება, ლაქების გაღიავება, გამონაყარის მოშორება და კანის სხვა კოსმეტიკური დეფექტებისგან გათავისუფლება.

ჩვენი დღევანდელი ნიღაბის მთავარი ინგრედიენტი ზღვის კომბოსტოა, რომელსაც ლამინარიის სახელწოდებით ვიცნობთ. ეს გახლავთ წყალმცენარე, რომლის შეძენასაც შეძლებთ აფთიაქებში.

მაშ ასე, ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 2 ან 3 ჩაის კოვზი გამომშრალუ და დაფქული ლამინარია
  • 4 ან 5 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

  1. ჩაყარეთ დაფქული ლამინარია ფინჯანში და დაასხით 5 სუფრის კოვზი მდუღარე წყალი.
  2. ურიეთ კარგად, რათა მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის ერთგვაროვანი მასა.
  3. დააყოვნეთ 10 წუთით, შემდეგ კი წაისვით კანზე თხელ ფენად და მოითმინეთ იქამდე, სანამ ნარევი შეგახმებათ
  4. ჩამოიბანეთ ნიღაბი თბილი წყალით.

როგორც უკვე ვახსენეთ, კვირაში 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა მინიმალურ დროში შეძლოთ ისეთი კოსმეტიკური პრობლემებისგან გათავისუფლება, როგორიც გამონაყარი, ღრმა ნაოჭები და ლაქებია.