როგორ შევიმციროთ არასასურველი თმა საშინაო საშუალებებით, სრულიად უმტკივნეულოდ

6731

გამონაყარს, ჭრილობებსა და ცვილისაგან მიღებულ ტკივილს თავი რომ დააღწიოთ, არასასურველი თმის მოსაშორებლად გამოიყენეთ ნატურალური საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.

თუ მათ რეგულარულად გამოიყენებთ, არასასურველი თმა სხეულის მიდამოებში ნელ-ნელა შემცირდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ გაქრება.

როგორ შევიმციროთ არასასურველი თმა?

საშუალება №1 – შაქარი და ლიმონი

ეს არასაურველი თმის მოშორების ყველაზე პოპულარული ალტერნატიული ვარიანტია, რომელიც ნამდვილად მუშაობს. 2 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი და კარგად მოურიეთ. მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ კანის შესაბამის მონაკვეთებში და დაიტოვეთ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყალით. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

საშუალება №2 – ბანანი და შვრია

დასრისეთ ერთი ბანანი ჩანგლის გამოყენებით, დაუმატეთ 2 სუფრის კოზი შვრიის ფანტელები და კარგად მოურიეთ. მიღებული ნარევი წაისვით კანი შესაბამის მონაკვეთზე, გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 3-ჯერ სასურველი შედეგის მიღებამდე.

საშუალება №3 – ოსპი და კარტოფილი

მართალია, ეს კომპონენტები სუპის ინგრედიენტებს უფრო წააგავს, თუმცა ორივე მათგანი ძალიან ეფექტურია არასასურველი თმის შესამცირებლად და მოსაშორებლად. ორივე ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით მზა საშუალება კანზე, გაიჩერეთ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

საშუალება №4 – რეჰანი (ბაზილიკი) და ხახვი

აიღეთ 2 საშუალო ზომის თავიხახვი და ბაზილიკის 10 ცალი ფოთოლი. ორივე ინგრედიენტისაგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით, წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთზე და გაიჩერეთ 20-30 წუთით. ნარევი მოიშორეთ თბილი წყალით. კვირაში 3-4 პროცედურა საკმარისი იქნება, რათა დაახლოებით 1 თვეში გათავისუფლდეთ არასასურველი თმისგან.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!