9 ყურადსაღები მიზეზი, რატომაც უნდა დაიწყოთ დილა თბილი წყლით

572

ყველას არაერთხელ გვსმენია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისათვის ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით წყლის მირთმევა. არსებობს გარკვეული წესები და ინსტრუქციები, რომლებიც უნდა დავიცვათ აუცილებლად იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც უბრალო სასმელ წყალს მივირთმევთ.

აღმოსავლელი მკურნალებისა და ექსპერტების მტკიცებით, ყველაზე სასარგებლო რამ, რაც გაღვიძებისთანავე შეგიძლიათ გააკეთოთ, თბილი წყლის მირთმევაა.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ, თუ რატომ უნდა დავიწყოთ ყოველი დილა თბილი წყალით, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით 40-45 გრადუსს შეადგენს.

რატომ უნდა დავიწყოთ დილა თბილი წყალით?

1. ჯანსაღი კანი და ლამაზი თმა

თუ ყოველ დილას თბილი წყლის მირთმევას ჩვევად აიღებთ, ხანმოკლე დროში შენიშნავთ კანისა და თმის მდგომარეობის გაუმჯობესებას. თბილი წყალი გვეხმარება ორგანიზმის ტოქსინებისგან გაწმენდაში და ვიტამინური ბალანსის აღდგენაში.

2. ოპტიმალური წონა 

თუ ზედმეტი კილოგრამები და ჭარბი ცხიმოვანი ფენები თქვენთვის კარკად ნაცნობი პრობლემაა, თბილი წყალი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. მისი დახმარებით მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას, კუჭისა და ნაწლავების მუშაობას, შეიმცირებთ მადას და ა.შ.

უნდა ითქვას ისიც, რომ დილით თბილი წყლის მირთმევა თავიდან აგარიდებთ ყაბზობასა და გულძმარვას. ამ სასმელს კიდევ უფრო დიდი სარგებელის მოტანა შეუძლია, თუ მასში მცირეოდენ ლიმონის წვენსაც დაამატებთ.

3. ტოქსინების გამოდევნა

თბილი წყალი სტიმულირებ ორგანიზმის გაწმენდის პროცესს. მისი მირთმევის შემდეგ აქტიურდება ოფლის გამოყოფის პროცესი, რომელსაც თავის მხრივ ორგანიზმიდან მავნე ნარჩენები გამოაქვს.

4. ნაწლავების მუშაობის მოწესრიგება

თუ მეტეორიზმი, ყაბზობა ან დიარეა ხშირად გაწუხებთ, დაიწყეთ დილა თბილ წყალში ჩაწურული მცირეოდენი ლიმონის წვენით. პრობლემისგან სწრაფად გათავისუფლდებით.

5. ახალგაზრდობა და სილამაზე

თბილი წყლის რეგულარულად მირთმევის შედეგად უმჯობესდება ჩვენი კანის მდგომარეობა, მცირდება შავი წერტილები და ნაოჭები, იმინდება ფორები, კანი იბრუნებს სიმკტიცეს, ელასტიურობას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, თუ დღეს ასე დაიწყებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს ნაადრევი სიბერისგან.

6. ამსუბუქებს ტკივილს

სახსრები და კუნთები ხშირად გტკივათ? აუცილებლად დაიწყეთ დილა თბილი წყლით, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ უსიამოვნო შეგრძნებებისგან.

7. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

თუ დილას თბილ წყალს მიირთმევთ, რომელშიც მცირეოდენი ლიმონის წვენიც გაქვთ დამატებული, გაიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.

8. დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს

არაერთი კვლევით დადასტურებულია, რომ მეტაბოლიზმი დაახლოებით 30%-ით ჩქარდება, როდესაც დილას თბილი წყლით ვიწყებთ. ამ ეფექტს კიდევ უფრო გააძლიერებთ, თუ სასმელში მცირეოდენ ლიმონის წვენს ან გახეხილ ჯანჯაფილს დაამატებთ.

9. გაიძლიერებთ იმუნიტეტს

თბილი წყალი თაფლთან, ჯანჯაფილთა და ლიმონის წვენთან ერთად საუკეთესო ნატურალური საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად.

დაიწყეთ დილას ასეთი სასმელით, რათა საიემდოდ დაიცვათ თავი ჯანმრთელობის სხვადასხვა სერიოზული პრობლემებისგან.

როგორც ხედავთ, უბრალო თბილ წყალს ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!