ნატურალური სასმელები, რომლებიც მეტაბოლიზმის დაჩქარების ხარჯზე მოგაშორებთ ცხიმს მუცლიდან და გვერდებიდან

1011

ნატურალური სასმელები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს და ამცირებს სხეულის პრობლემურ ზონებში დაგროვილ ცხიმოვან ფენებს.

თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ და მხოლოდ დიეტა ვერაფრით გეხმარებათ, თქვენი პრობლემის საფუძველი ნივთიერებათა ცვლის, მეტაბოლიზმის შენელებაში შეიძლება იყოს. მიირთვით ეს სასმელები ყოველდღიურად, რათა დააჩქაროთ ცხიმის წვისა და წონის კლების პროცესი. პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

ნატურალური სასმელები მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად

ვაშლის ძმარი და წყალი

ძმარმჟავა, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლის ძმარი, აქვეითებს მადას და აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს. 200 მილილიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი, კარგად მოურიეთ და მიირთვით.

ლიმონიანი წყალი

მიირთვით ყოველდღიურად ლიმონიანი წყალი, რათა დაიჩქაროთ ნივთიერებათა ცვლა და წონის კლების პროცესი. გარდა ცხიმის წვის გააქტიურებისა, ლიმონიანი წყალი სასარგებლოა მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის, რადგან ის გაჯერებულია C ვიტამინით.

მწვანე ჩაი

თუ მწვანე ჩაი გიყვართ, ძალიან გაგიმართლათ. ეს სასმელი აფერხებს ცხიმის ჩაგროვებას სხეულის პრობლემურ ზონებში და ხელს გვიწყობს ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებაში. კოფეინი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ჩაი, ზრდის ენერგიის დონეს და სხეულის ამტანობას. მიირთვით ის ვარჯიშის წინ, რათა იგრძნოთ ძალების მოზღვავება.

ჯანჯაფილი ჩაი

ამ საოცარ სასმელს ხშირად პანაცეად მოიხსენიებენ, რადგან ის გვეხმარება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მოგვარებაში. მიირთვით ჯანჯაფილის ჩაი ყოველდღიურად, რათა დააჩქაროთ ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესები, შეიმციროთ მადა და მოიშოროთ ზედმეტი კილოგრამები.

სხვადასხვა გამაგრილებელი, ქიმიური არომატიზატორებით გაჯერებული სასმელების ნაცვლად, მიირთვით სტატიაში მოცემული ნატურალური საშუალებები. მათი დახმარებით დაიჩქარებთ მეტაბოლიზმს და მოამარაგებთ ორგანიზმს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.