როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები და აღვიდგინოთ ჯანსაღი მიკროფლორა ხელმისაწვდომი სასმელით

3246

ნაწლავების დაბინძურება – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც არაჯანსაღი კვებისა და ცხოვრების ნაკლებად მოძრავი სტილის შედეგია.

თუ წონის მატების, გაცხიმოვნებისა და ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის თავიდან არიდება გსურთ, აუცილებლად იზრუნეთ მსხვილი ნაწლავის გაწმენდაზე და მისი ჯანსარი მიკროფლორის აღდგენაზე.

საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, აუცილებლად დაგეხმარებათ. გარდა ნაწლავების გაწმენდისა, ის ეფექტურია საკვებით მოწამვლის დროს.

მარტივი გზა მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორის აღსადგენად

თუ საკვებით ინტოქსიკაცია გადაიტანეთ, აუცილებლად უნდა იზრუნოთ ნაწლავებიდან მავნე მიკრობებისა და ბაქტერიების მოშორებაზე, რომლებიც მოწამვლის შემდეგ რჩება.

აუცილებელია ორგანიზმში წყლის ბალანსის აღდგენა, რათა სწრაფად გათავისუფლდეთ მოცემული პრობლემისგან.

გაფილტრული წყალი ლიმონისა და ჯანჯაფილის დამატებით – ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული სასმელი, რომელიც აღგიდგენთ ნაწლავების ჯანსაღ მიკროფლორას, გაწმენდს მათ და გააუმჯობესებს პერისტალტიკას.

ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა). მიიღეთ ეს სასმელი დღეში 2-ჯერ, რათა დააჩქაროთ გამოჯანმრთელების პროცესი ინტოქსიკაციის შემდეგ.

მოცემული სასმელი მოამარაგებს თქვენს სხეულს C ვიტამინით, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ებრძვის მავნე მიკროორგანიზმებსა და ნაწლავურ ჩხირებს.

მიიღეთ ლიმონიანი და ჯანჯაფილიანი წყალი ყოველდღიურად, რათა ნაწლავებმა საათივით გამართულად, შეუფერხებლად იმუშაოს.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!