სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 95% პარაზიტებითაა დასნებოვნებული.
თუ ამ უცხო სხეულების არსებობისათვის დამახასიათებელი ნიშნები ან სიმპტომები გაწუხებთ, დაუყონებლივ მიიღეთ საჭირო ზომები მათ მოსაშორებლად. ისინი გვპარავენ მკვებავ ნივთიერებებს და წამლავენ ჩვენს სხეულს, რაც ჯანმრთელობის მრავალი სერიოზული პრობლემის განვითარებას შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.
როგორ ამოვიცნოთ პრობლემა?
როდესაც ჩვენი სხეული პარაზიტებითაა ინვაზირებული, თავს იჩენს შემდეგი ნიშნები და სიმპტომები:
- ყაბზობა
- დიარეა
- მუცლის შებერილობა და გაზები
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი
- ალერგია
- წონასთან დაკავშირებული პრობლემები
- ნერვოზი
- ქრონიკული დაღლილობა
- იმუნური დარღვევები
- სასუნთქი გზების ანთება
- ძილის დარღვევა
- კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება
როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სახლის პირობებში, პრეპარატების დახმარების გარეშე?
იკვებეთ სწორად
თუ პარაზიტების, ჭიებისა და მათი კვერცხების ბოლომდე განადგურება გსურთ, აუცილებლად გადადით სწორ კვებაზე. გახსოვდეთ, რომ სწორედ შაქარი წარმოადგენს ხელსაყრელ პირობას ამ მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის.
გარდა რაციონიდან შაქრისა და შაქრის შემცველი პროდუქტების გამორიცხვისა, მავნე საკვების ნაცვლად, ყოველდღიურად მიირთვით შემდეგი პროდუქტები:
- თევზი, საქონლის მოხარშული ხორცი, სოფლის ნატურალური კვერცხი;
- ნიორი, მწვანე ხახვი, ქოქოსის ზეთი;
- ბოსტნეულის სალათები, ვაშლის ძმარი, ზეითუნის ზეთი;
- გოგრისა და მზესუმზირის თესლი;
- უჯრედისით მდიდარი საკვები პროდუქტები;
- გოგირდის შემცველი პროდუქტები ან სპეციალური დანამატები.
თუ ორგანიზმის გაწმენდა გსურთ, გამორიცხეთ კვების მენიუდან რძის პროდუქტები და გლუტენის შემცველი მარცვლეული.
იმუნიტეტის გაძლიერება
პარაზიტებით ინვაზიისგან საიმედოდ რომ დაიზღვიოთ თავი, პირველ რიგში, უნდა იზრუნოთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. მიირთვით C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები და ანტიოქსიდანტური თვისებებით გამორჩეული სასმელები, რათა აიმაღლოთ ორგანიზმის თავდაცვითი ძალები.
ნატურალური რეცეპტები პარაზიტების გასანადგურებლად
რეცეპტი №1 – გოგრის თესლი და წყალი
ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი გარჩეული და დაფქული გოგრის თესლი
- ½ ჩ.ჭ. (125 მლ) თბილი წყალი
ინსტრუქცია:
შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და მიირთვით დილას, უზმოზე.
რეცეპტი №2 – გოგრის თესლი და რძე
ინგრედიენტები:
- 1/4 ჩაის ჭიქა რძე
- გოგრის თესლი – 4 ცალი
ინსტრუქცია:
- დაფქვით გოგრის თესლი და დაუმატეთ თბილ რძეს.
- მიირთვით საუზმობამდე რამდენიმე წუთით ადრე 1 კვირის განმავლობაში.
რეცეპტი №3 – ზეითუნის ზეთი და აბზინდა
ინგრედიენტები:
- 2 ჩაის ჭიქა (500 მლ) ზეითუნის ზეთი
- 50 გრამი გამომშრალი აბზინდა
ინსტრუქცია:
- ორივე ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში მუქი ფერის მინის ჭურჭელში.
- დააფარეთ ქილას თავსახური და შეინახეთ ბნელ ადგილას 10 დღე-ღამის განმავლობაში.
- დაყოვნებული საშუალება მიირთვით დღეში 2 ჩაის კოვზის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე.
რეცეპტი №4 – კვლიავი
ინგრედიენტები:
- 1/2 ჩაის კოვზი კვლიავი
- ნახევარი ჩ.ჭ. წყალი
- 1/2 ჩ.კ. ნაღველა
- 1/2 ჩ.კ. გვირილა
ინსტრუქცია:
- დადგით წყალი ცეცხლზე, ჩაყარეთ მასში ბალახები და დუღილის დაწყებიდან ხარშეთ 10 წუთით.
- გადმოდგით ნარევი ცეცხლიდან და დააყოვნეთ 10 წუთით.
- დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაილეთ დილით, უზმოზე.
- მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 10-დან 20 დღემდე.
გაითვალისწინეთ ეს რჩევები, რათა მოსპოთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.
თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც, გისურვებთ ჯანმრთელობას!