ფრჩხილის სოკო საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს. რაც არ უნდა კარგად იცავდეთ ჰიგიენას, მაინც არ ხართ დაზღვეულები ინფექციის განვითარებისგან.
ფრჩხილის პლასტინის დეფორმაცია, ფერის ცვლილება, უსიამოვნო სუნი, ქავილის აუტანელი შეგრძნება – მცირე ჩამონათვალი იმ უსიამოვნო სიმპტომებისა, რომლებიც ამ პრობლემას ახლავს თან.
თუ სოკოვანი ინფექციის მკურნალობას დროულად არ დაიწყებთ, მდგომარეობა მხოლოდ უფრო და უფრო გამწვავდება, შესაბამისად, მკურნალობაც გაცილებით რთული გახდება.
მართალია, თანამედროვე ფარმაცევტული ბაზარი გვთავაზობს არაერთ სპეციალურ გელსა და მალამოს სოკოს სამკურნალოდ, თუმცა მათი უმრავლესობა არაეფექტურია, თანაც საკმაოდ ძვირი ღირს.
მარტივი საშინაო საშუალება, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, სწრაფადვე შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, შეამცირებს უსიამოვნო სიმპტომებს და ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში – საერთოდ გაგათავისუფლებთ ინფექციისგან.
იცოდით, რომ სოკოვანი ინფექციის ზრდა-განვითარებისთვის იდეალურია ტუტე გარემო. თუ მას არსებობისათვის არახელსაყრელ გარემოს შევუქმნით, მაშინ სწრაფადვე შევძლებთ პრობლემისგან გათავისუფლებას, თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სოკოვანი ინფექცია საჭიროებს არა მხოლოდ გარეგან, არამედ შინაგან მკურნალობასაც. აუცილებელია კვების სწორი რაციონის შედგენა, რისთვისაც ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ.
როგორ ვებრძოლოთ სოკოს სახლის პირობებში?
დაგჭირდებათ:
- 250 მლ ვაშლის ძმარი
- 5 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა
- წყალი
მომზადებისა და გამოყენების წესი:
- აავსეთ ტაშტი თბილი წყლით, ჩაასხით ძმარი და ჩაყარეთ სოდა.
- მოათავსეთ აბაზანაში ფეხები 15-20 წუთით, შემდეგ კი გადაივლეთ სუფთა თბილი წყალი.
კარგად შეიმშრალეთ ფეხები. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველ საღამოს, დაძინების წინ. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – სასურველი შედეგის მიღებამდე.
თუ ფრჩხილის სოკოს სამკურნალო მეთოდების შესახებ გსმენიათ, აუცილებლად მოგვიყევით საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობას!