შემოგთავაზებთ მინანქრის რეცეპტს. მოცემული რეცეპტის მიხედვით სწრაფად და მარტივად მოამზადებთ ძალიან გემრიელ, პრიალა თეთრ მინანქარს.
მინანქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 30 გრ
- შაქრის ფხვნილი 300 გრ
- ნაღები (ნებისმიერი ცხიმიანობის) ან ცხიმიანი რძე 50 მლ
- ვანილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ნაღები შეათბეთ, ჩააგდეთ კარაქი და გაადნეთ, ძალიან არ გააცხელოთ, კარაქის გადნობისთანავე, გადმოდგით ცეცხლიდან.
2. შემდეგ ჩაყარეთ შაქრის ფხვნილი, ვანილი და მიქსერით ათქვიფეთ. მიიღებთ ბლანტ მინანქარს.
გაითვალისწინეთ, მინანქარი ძალიან სწრაფად სქელდება, ამიტომ მოამზადებისთანავე მორთეთ პასკები ან სხვა დესერტები.