ვანგას რჩევები სახლში სიმდიდრის და წარმატების მოსაზიდად. ყველაზე სწრაფი მეთოდი.

1590

ყოველთვის არ მაქვს დრო და არც ვიცი სად ვიპოვო ასეთი სასარგებლო ინფორმაცია. ვანგა ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველია. ყველაფერი, რასაც ის ამბობდა – ასრულდა. ის ადამიანია, რომელმაც სხვებისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ვფიქრობ, მისი რჩევების მოსმენა ღირს.

ზოგჯერ სასოწარკვეთილებაში მყოფმა არ იცი დახმარებისთვის ვის მიმართო. მე ზუსტად ვიცი რომ ვანგას რჩევები დამეხმარება. ყველაფერს ვაკეთებ ისე როგორც უნდა, იმედი მექნება და ვირწმუნებ. ყველაფერი კარგად მექნება მეც და ჩემს ოჯახსაც.

ვანგა ცნობილი ბულგარელი წინასწარმეტყველია. საკუთარი ნიჭის წყალობით მან ბევრ ადამიანს სირთულეების გადალახვაში და ავადმყოფობის დაძლევაში დაეხმარა. ამ ქალის რჩევებს ითვალისწინებდნენ არა მხოლოდ ჩვეულებრივი ადამიანები, არამედ ცნობილი პოლიტიკური პირები, რადგან ვანგას წინასწარმეტყველება ყოველთვის სრულდებოდა.

განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ფულთან. ცნობილი წინასწარმეტყველის რეკომენდაცია და რჩევები: 

1. თუ გსურთ რომ ცუდმა ადამიანმა და ბოროტმა ძალამ თქვენ სახლში ვერ შემოაბიჯოს, ხოლო იღბალი თქვენი სახლის ხშირი სტუმარი გახდეს – შემოსასვლელი კარის თავზე ჯვარედინად კენკრის ტოტი დაკიდეთ.

2. თუ კეთილდღეობა და წარმატება გსურთ, ლოგინიდან გადმოსვლის შემდეგ ჯერ მარჯვენა ფეხზე ჩაიცვით, შემდეგ მარცხენაზე. არასდროს დაიწყოთ ფეხსაცმლის მეორე ცალის მოძებნა, თუ ერთი უკვე გაცვიათ. ჯერ ორივე იპოვეთ და შემდეგ ჩაიცვით.

3. თუ გსურთ სახლში წარმატება შემოვიდეს, თილისმის სახით სხვადასხვა ქვეყნის მონეტები შეინახეთ, ოღონდ ვერცხლისფერი.

4. თქვენ ცხოვრებაში ახალი ბედნიერი თავი რომ დაიწყოს, დაელოდეთ ახალმთვარეობას და სახლში ავეჯი გადააადგილეთ. იღბალი არ დააყოვნებს.

5. არასდროს დატოვოთ მაგიდაზე შეუჭმელი პურის ნატეხი, თუ საკუთარი ბედნიერების დატოვება არ გსურთ. პურის ნატეხი, გამომხმარი და გაფუჭებულიც კი არ უნდა გადააგდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სახლიდან კეთილდღეობა წავა. უმჯობესია გამოკვებოთ ჩიტები და ცხოველები.

6. თუ იღბალმა ზურგი შეგაქციათ, სახლის ყველა ფანჯრის რაფის ქვეშ მარილი დაყარეთ. მარილი დატოვეთ ასე, სანამ წარმატება არ დაგიბრუნდებათ. ამის შემდეგ მარილი ისე შეაგროვეთ, რომ ხელით არ შეეხოთ, რამე პაკეტში ჩაყარეთ, სახლიდან შორს გაიტანეთ და მიწაში ჩამარხეთ.

7. თუ ვინმეს თქვენი წარმატების შესახებ უყვებით, ხის მასალაზე სამჯერ დააკაკუნეთ და მარცხენა მხარეს სამჯერ გადააფურთხეთ, რომ თვალი არ გეცეთ.

8. თუ მარჯვენა ფეხით რამეს წამოედეთ, ეს უსიამოვნებას გამცნობთ. ამას რომ თავი აარიდოთ, მარჯვენა ფეხით მიწაზე სამჯერ დააბაკუნეთ და თქვით: “მიწაში ჩადი, მწუხარებავ შორს ჩემგან”. თუ მარცხენა ფეხით წამოედეთ, ეს წარმატებას და ბედნიერებას გიწინასწარმეტყველებთ.

9. თუ გსურთ მთელი წელი ფული მოდიოდეს, ახალი წლის ღამეს მსხვილი კუპიურები გადათვალეთ.

10. თუ ფულის წარმატებამ ზურგი შეგაქციათ, სახლში ხალიჩის ქვეშ ცოტაოდენი ხავსი ან წყალმცენარეები დადეთ, ფული აუცილებლად დაიწყებს მოსვლას.

11. ფულის დათვლა, ასევე სესხება და გაცემა მხოლოდ დილით (შაბათ-კვირის გარდა) შეიძლება. თუ ამას საღამოს გააკეთებთ, ფული არ გაგიჩერდებათ.

12. თუ ვინმეს საფულეს ჩუქნით, აუცილებლად ჩადეთ მასში მონეტა ან ქაღალდის ფული – მხოლოდ ასე მოუტანს ბედნიერებას საჩუქარი მას, ვისაც ჩუქნით. და თქვენც კეთილდღეობა გაგეზრდებათ. ასევე არ ჩუქნიან ცარიელ ჩანთებს, ჩემოდნებს, ვაზებს და სხვა კონტეინერებს. თუ ითხოვეთ ჩანთა, ტაფა ან სხვა ნივთი ცარიელი არ დააბრუნოთ, რაღაც სამადლოდ ჩადეთ, რომ ნივთებით სარგებლობის უფლება მოგცათ. ასე თქვენც კეთილდღეობა მოგემატებათ.

13. მზის ჩასვლის შემდეგ ხელიდან ხელში ფულის გადაცემა არ შეიძლება, წინააღმდეგ შემთხვევაში გაღარიბდებით. ფული მაგიდაზე დადეთ, უფრო უკეთესია მისი დაგდება, რომ ვისაც აძლევთ იმან აიღოს.

14. ფული რომ არ გამოგელიოთ, დაელოდოთ როცა ახალმთვარეობის შემდეგ ცაზე ახალი თვე დაიწყება, გადით ქუჩაში, საფულედან ან ჯიბიდან ამოიღეთ ფული და დაანახეთ.

15. როცა სახლში ცომი ამოდის ან ცხვება ნამცხვარი, არ შეიძლება ყვირილი და ცუდის გაფიქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ნამცხვარი არ გამოცხვება, სახლში კი უბედურება მოვა.

16. სიღარიბიდან გამოსვლა თუ გსურთ, საფულეში მწვანე კვარცის ქვა ატარეთ.

17. ფულს მიიზიდავთ თუ მუდმივად საფულეში ფირუზის ქვას ატარებთ. ოღონდ დრო და დრო ამოიღეთ და ხელში გაახურეთ.

18. სიმდიდრეს იზიდავს თვალის კვარცის ბეჭედი – ვეფხვის თვალის ან კატის თვალი ოქროში ან ვერცხლში.

19. სიმდიდრეს მოიზიდავთ თუ მუდმივად ატარებთ სამკაულს თოპაზისგან ან სარდიონი ძვირფას მეტალის რგოლში.

20. არასდროს დადოთ მაგიდაზე გასაღები ან შლიაპა, არ დაჯდეთ მაგიდაზე – ეს სიღარიბეს მოიტანს.

21. თუ სახლში სარკე გაგიტყდათ, უბედურების თავიდან ასაცილებლად ნატეხები გარეცხეთ და მიწაში ჩამარხეთ. თუ ოთახში, სადაც სარკე გაქვთ ვინმე დიდხანს ავადმყოფობდა ან აქ ჩხუბობდნენ ან რაიმე უსიამოვნება მოხდა, სარკე წმინდა წყლით უნდა გაწმინდოთ.

22. არასდროს დატოვოთ პურში ჩარჭობილი დანა, თუ არ გსურთ სიღარიბისა და შიმშილის გაგება.

23. არასდროს არ მისცეთ ღარიბებს ფული, რომელიც პურის ხურდად მოგცეს – სიღარიბეში აღმოჩენას რისკავთ. არ მისცეთ უკანასკნელი წვრილი ფული, რომელიც საფულეში დაგრჩათ.

24. როცა ახალი საფულე შეიძინეთ, მასში ცოტა ხნით ოქროს ძვირფასეულობა ჩადეთ. თქვენ ხელში უფრო მსხვილი ფული გაივლის და სიმდიდრეს მიიზიდავთ.

25. თუ გსურთ, რომ ფული ყოველთვის გქონდეთ, არასდროს დაახვიოთ, არ დათვალოთ ყულაბის ფული და არ დადოთ იატაკზე ჩანთა, სადაც ფულით სავსე საფულე გაქვთ.

26. ჩაიდეთ საფულეში, ასევე იქ სადაც ფული გაქვთ პიტნას ფოთოლი და დარიჩინის ნამფშვენი. ფული თქვენთან დენას დაიწყებს.