შემოგთავაზებთ სწრაფად და მარტივად მოსამზადებელი უგემრიელესი და არომატული შოკოლადის ტორტის რეცეპტს. დესერტს კიდევ უფრო საოცარს ხდის ნაზი, დახვეწილი და ძალიან გემრიელი კრემი.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 2 ჩ. ჭ.
- შაქარი 1,5 ჩ. ჭ.
- სოდა 1 ჩ. კ.
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ.
- მწარე კაკაო 5 ს. კ.
- კვერცხი 2 ცალი
- რძე 1 ჩ. ჭ.
- ზეთი 80 მლ
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- ცხელი წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ 25-26 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და წაუსვით კარაქი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე.
- დიდ თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ზეთი და ვანილის შაქარი.
- შემდეგ რიგრიგობით დაამატეთ ფქვილი, რძე და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- ბოლოს ნელ-ნელა დაამატეთ ცხელი წყალი და ურევთ სწრაფად. იღებთ თხელ ცომს.
- მომზადებულ ცომი გადაიტანეთ ფორმაში და შედეთ ცხელ ღუმელში. გამოსაცხობად დასჭირდება 40 წუთი. აუცილებლად შეამოწმეთ კბილის ჩხირით.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ქილა შესქელებული რძე
- 2 ცალი კვერცხის გული
- კარაქი 2 ს. კ.
- ქოქოსის ფანტელი
ინსტრუქცია:
- მოცემული ინგრედიენტები აურიეთ სქელძირიან ქვაბში და 5 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე. დროს არ გადააშოროთ, თორემ ძალიან გაგისქელდებათ.
- მიიღებთ ქოქოსის უგემრიელეს კრემს. ბისკვიტი გაყავით 2 ფენად, წაუსვით კრემი და მორთეთ შოკოლადის მინანქრით.
გემრიელად მიირთვით!