შემოგთავაზებთ მომჟავო-მოტკბო გემოსა და სასიამოვნო არომატის მარმელადის რეცეპტს. ლიმონის უგემრიელესი მარმელადი რამდენიმე წუთში მზად იქნება. დრო სჭირდება მხოლოდ გაციებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ჟელატინი 1 შეფუთვა
- წყალი 50 მლ
- ლიმონი 3-4 ცალი
- შაქარი 2 ჩ. ჭ.
- წყალი 150 მლ
მომზადების წესი:
- ჟელატინს დაასხით 50 მლ წყალი, მოურიეთ და დადგით ასაფუებლად.
- ლიმონი გაფცქვენით, დაჭერით, თესლისგან გაასუფთავეთ და დააბლენდერეთ.
- ქვაბში ჩაასხით 150 მლ წყალი, დაამატეთ შაქარი და ლიმონი.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. შემდეგ მიღებული მასა გადაიტანეთ საწურზე.
- წვენს შეურიეთ ჟელატინი და ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე. ადუღეთ 5 წუთი. მომზადებული მასა გადაიტანეთ თქვენთვის სასურველ, საშუალო ზომის, ფორმაში და რამდენიმე საათით შედეთ მაცივარში.
- დესერტი გადმოიტანეთ ლანგარზე და დაჭერით სასურველ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოავლეთ შაქარში და ლიმონის უგემრიელესი მარმელადი მზად არის. შეგიძლიათ ლიმონი ჩაანაცვლოთ თქვენი საყვარელი ხილით.
გემრიელად მიირთვით!