ყაბზობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. ყაბზობის გამომწვევი მიზეზებია: არასწორი კვება, ავიტამინოზი, წყლის არასკმარისი რაოდენობით მიღება, კვების რაციონში ბოჭკოებით მდიდარი საკვების ნაკლებობა და სხვა.
შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული გემრიელი და ძალიან სასარგებლო სამკურნალო მურაბის რეცეპტს, რომელიც ყაბზობის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა.
ბუნებრივი საფაღარათო საშუალება დაგეხმარებათ ყველაზე მძიმე შეკრულობის დროსაც.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფინიკი (უკურკო) 150 გრ
- შავი ქლიავის ჩირი 150 გრ
- ადუღებული წყალი 5 ფინჯანი
მომზადების წესი:
- ჩირები დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაასხით ადუღებული წყალი, დადგით საშუალო ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე.
- სამკურნალო საშუალების მიღება დასაშვებია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მიირთვით საუზმეზე 1-2 ს. კ. ფინჯან კეფირთან ან შვრიის ფაფასთან ერთად.
- შავი ქლიავის ჩირი ბოჭკოების ბუნებრივი წყაროა. გარდა ამისა, შეიცავს სორბიტოლს, ნივთიერებას, რომელიც ყაბზობის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა.
- ყოველ საღამოს 5-6 ცალი შავი ქლიავის ჩირი ჩაყარეთ ფინჯანში, დაასხით ცოტა წყალი და გააჩერეთ მთელი ღამე. დილით ქლიავი მიირთვით უზმოზე და გათავისუფლდით ყაბზობისგან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!