გაციების დროს ჩემს შვილებს აბების ნაცვლად ამ ნაზავს ვაძლევ. გარდა იმისა, რომ გაცილებით ეფექტურია, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები

1117

როდესაც საქმე ეხება გაციებას, აქტიურად ვიყენებ ხალხურ მეთოდებს. მაგალითად, გაციების დროს ჯანჯაფილისა და ლიმონის ჩაი უებარი საშუალებაა და ძვირადღირებულ მედიკამენტებზე მეტად სასარგელო და ეფექტურია.  იმუნიტეტის გასაძლიერებლად კი ყოველ შემოდგომას ვამზადებ ციტრუსების სამკურნალო ჯემს.

ციტრუსების ბაზაზე მომზადებული სამკურნალო ნარევი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. შეგიძლიათ მოსამზადებლად გამოიყენოთ ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი, თაფლი ან შაქარი. თუ გემრიელ და სასარგებლო კომბინაციას  პროფილაქტიკისთვის მიიღებთ რეგულარულად, სურდოსა და   ყელის ტკივილს მარტივად დაძლევთ.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ლიმონი 600 გრ
  • ლაიმი 600 გრ
  • ნატურალური თაფლი 1 კგ ან შაქარი 1-1,2 კგ

მომზადების წესი:

  1. ხილი გარეცხეთ და გაადავლეთ ცხელი წყალი. შემდეგ  დაჭერით ნაჭრებად და თესლისგან გაასუფთავეთ.
  2. მზა ინგრედიენტები გაატარეთ, დაამატეთ თაფლი ან შაქარი და აურიეთ. რამდენიმე საათი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე და შიგადაშიგ აუცილებლად მოურიეთ ხოლმე.
  3. შემდეგ გადაიტანეთ სუფთა ქილებში, დაახურეთ ხუფები და შედეთ მაცივარში.
  4. ციტრუსების ნარევი შეგიძლიათ დაამატოთ ჩაის ან უბრალოდ დაასხათ ფინჯანი მდუღარე და მიირთვათ გემრიელი და სასარგებლო სასმელი.
  5. ეფექტს კიდევ უფრო გააძლიერებთ თუ დაამატებთ ცოტა ჯანჯაფილს.

მიიღეთ რეგულარულად. ის საუკეთესო დაცვაა ვირუსებიგან.  ორგანიზმს აჯერებს ნუტრიენტებით და ამზადებს სეზონურ დაავადებებთან შესაბრძოლებლად.

გისურვებთ ჯანმრთელობას!