ანტიასაკობრივი შრატი საკუთარი ხელით. ხელს უწყობს კანის კვებას, აღდგენას და კოლაგენის გამომუშავებას

2059

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული ანტიასაკობრივი შრატის რეცეპტს. შრატი არბილებს და კვებავს კანს, ანიჭებს სიგლუვეს, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოებას.

შრატის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენეტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • ქოქოსის რძე 100 მლ
  • სელის თესლი 2 ს. კ.
  • წყალი 150 მლ
  • ალოე ვერას გელი 1 ს. კ.
  • თქვენთვის სასურველი ეთერზეთის 5-6 წვეთი

მომზადებისა და გამოყენების წესები:

1. შვრიის ფანტელს დაასხით ქოქოსის რძე და გააჩერეთ ნახევარი საათი.

2. სელის თესლს დაასხით წყალი, მოურიეთ, დადგით საშუალო ცეცხლზე და აადუღეთ. 10 წუთი ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადაწურეთ. გჭირდებათ მხოლოდ ნახარში.

3. ქოქოსის რძისა და შვრიის ფანტელის ნარევი დააბლენდერეთ და დაამატეთ სელის თესლის ნახარშს.

4. დაამატეთ ალოე ვერას გელი, ეთერზეთი და აურიეთ.

5. მომზადებული შრატი გადაიტანეთ მინის ჭურჭელში და შედეთ მაცივარში. გამოსაყენებლად ვარგისია 10 დღე.

შრატის გამოყენებამდე, სასურველია წაისვათ საღამოს,  გაიწმინდეთ სახე, კისერი. წაისვით შრატი და თითების ბალიშების რბილი დარტყემბით გაიკეთეთ მასაჟი.