ხელების კანი ისეთი გამომშრალი მქონდა, გამოჩენაც კი მცხვენოდა. მარტივი საშუალებებით პრობლემა წარსულში მოვიტოვე

2430

ხელის კანის სიმშრალე იწვევს კანის გაუხეშებას, აქერცვლას, ბზარების წარმოქმნას, ამიტომ რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ ხელებზე და გავანებივროთ ბუნებრივი პროდუქტებით მომზადებული ნიღბებით, სკრაბებით, საცხებითა და სხვა საშუალებებით.

შემოგთავაზებთ ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კანის სიმშრალის აღმოფხვრას. ნიღბების შემადგენლობაში შედის კანისთვის სასარგებლო და აუცილებელი ბიუჯეტური, მაგრამ საკვები ნივთიერებებით გაჯერებული ინგრედიენტები.

1. კარტოფილის ნიღაბი

კარტოფილის ნიღაბი არბილებს, ატენიანებს და კვებავს ხელის კანს.

ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კარტოფილი (საშუალო) 1 ცალი
  • ნახევარი მწვანე ვაშლი
  • სიმინდის ზეთი 1 ჩ. კ.
  • თაფლი (თხელი) 2 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად, დაჭყლიტეთ ჩანგლით და გააგრილეთ. მწვანე ვაშლი გახეხეთ წმინდა სახეხზე და შეურიეთ კარტოფილს. შემდეგ დაამატეთ სიმინდის ზეთი, თაფლი და კარგად აურიეთ.

ნიღაბი სქელ ფენად წაისვით ხელებზე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები დაიბანეთ მხოლოდ თბილი წყლით.

2. მწვანე ჩაის ნიღაბი

ეს არის მატონიზირებელი ნიღაბი. ის აღადგენს, ამკვრივებს და არბილებს ხელის გაუხეშებულ კანს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მწვანე ჩაის ფოთლები  1 ჩ. კ.
  • წყალი 0,25 ჩ. ჭ.
  • კეფირი ნახევარი ჩ. ჭ.
  • ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.

მომზადებისა და გამოყენები წესები:

წყალი აადუღეთ, დაასხით მწვანე ჩაის ფოთლებს და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გაწურეთ საცერის საშუალებით ან მარლით. გაგრილებულ ნაყენს შეურიეთ კეფირი და ზეითუნის ზეთი. მზა ნიღაბი 15 წუთით შედეთ მაცივარში. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ნიღაბი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ხელებზე. გაიჩერეთ 30-40 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები დაიბანეთ თბილი წყლით.

3. შვრიის ნიღაბი

საჭირო ინგრედიენტები:

  • შვრიის ფანტელი 2 ს. კ.
  • ცხელი წყალი 50 მლ
  • თბილი რძე 150 მლ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

შვრიის ფანტელს დაასხით ადუღებული წყალი, მოურიეთ და გააჩერეთ რამდენიმე წუთი. გადაწურეთ ზედმეტი სითხე და შეურით თბილი რძე. ნიღაბი გამოდის თხელი და მისი ხელებზე გაჩერება შეუძლებელია, ამიტომ ჩაყავით ხელები და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.

4. თაფლის ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • გლიცერინი 1 ჩ. კ.
  • წყალი 2 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • კარტოფილის სახამებელი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

კარტოფილის სახამებელს დაასხით თბილი წყალი და კარგად მოურიეთ. შემდეგ შეურიეთ თაფლი და გლიცერინი. ნიღაბი საშუალო სისქის ფენად წაისვით გამომშრალ კანზე, ბზარებზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

5. ბანანის ნიღაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • საშუალო ზომის მწიფე ბანანი
  • თაფლი 2 ჩ. კ.
  • გამდნარი კარაქი 1 ჩ. კ.

მომზადებისა და გამოყენების წესები:

ბანანი დაჭყლიტეთ ჩანგლით და მიღებულ მასას შეურიეთ თხევადი თაფლი და გამდნარი კარაქი. ნიღაბი წაისვით წინასწარ დაბანილ ხელებზე და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს ხელები დაიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი საცხი.

თუ გსურთ, მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი, ნიღბები წაისვით ძილის წინ.