შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის მიხედვით მოამზადებთ ანტიბაქტერიულ ხელსახოცებს. მათი გამოყენება შეგიძლიათ ნიჟარის, ონკანის, გაზქურის, ღუმელის, აბაზანის, უნიტაზისა და სხვა ნივთების გასაწმენდად.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ძმარი 9%-იანი 200 მლ
- მარილი 2 ს. კ.
- კბილის პასტა ნახევარი სუფრის კოვზი
- სამზარეულოს სქელი ქაღალდი
ინსტრუქცია:
1. ძმარს დაამატეთ მარილი. ურევთ მარილის გახსნამდე. შემდეგ შეურიეთ კბილის პასტა, თუნდაც ყველაზე ბიუჯეტური, და ურევთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
2. სამზარეულოს ქაღალდი დაკეცეთ და ფენებად, მჭიდროდ ჩატენეთ კონტეინერში. ჭურჭელი ბოლომდე გაავსეთ ხელსახოცებით და დაასხით მომზადებული ხსნარი. კონტეინერს დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ რამდენიმე წუთი.
3. რიგრიგობით ამოიღეთ ხელსახოცები და გაწმინდეთ ნიჟარა, ონკანი, უნიტაზი, აბაზანა, ღუმელი, გაზქურა და არა მარტო ისინი. ხსნარი აშორებს ჩაკირულ ნადებს, ლაქბეს, ებრძვის ბაქტერიებს და თქვენს სახლში ყველაფერი სისუფთავისგან იბრწყინებს.
კონტეინერს დაახურეთ ხუფი და თქვენი ხელით მომზადებული ანტიბაქტერიული ხელსახოცი გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.