როგორ მოვიშოროთ პიგმენტური ლაქები 2 კვირაში

24704

პიგმენტური ლაქების ფორმირება განპირობებულია მელანინის ჭარბი გამომუშავებით – ეს არის ჰორმონი, რომელიც პასუხისმგებელია კანის ფერზე და მისი დონის მატება იწვევს ლაქების გაჩენას სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენა, ორსულობა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენება, ჭარბი სტრესი, თანდაყოლილი პრობლემები, ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევა – ფაქტორები, რომლებიც პიგმენტური ლაქების გაჩენის რისკს საგრძნობლად ზრდის.

57 წლის ასაკში სახეზე ასაკობრივი ლაქები გამიჩნდა. ეს პრობლემა ჩემთვის უდიდეს დისკომფორტთან იყო დაკავშირებული და მის გადასაჭრელად არაერთი საშუალება გამოვცადე. ხანგრძლივი ძიების შედეგად, რამდენიმე საკმაოდ ეფექტურ საშუალებასაც მივაგენი. მათი დახმარებით ჩემს კოსმეტიკურ დეფექტს სწრაფადვე გავუმკლავდი და დღეს ყველას, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, მათ გამოყენებას ვურჩევ.

როგორ მოვიშოროთ ლაქები

№1: კვერცხის ნიღაბი სტაფილოთი

ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფისებრი მასა სტაფილოსგან. 1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ ცალკე ჭურჭელში და მიღებულ თეთრ ქაფისებრ მასაში ჩაამატეთ 1 ჩაის კოვზი სტაფილოს ფაფა. მზა ნარევი წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთებზე ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი ნიღბის წასმა კანზე.

№2: თაფლი, რძე და ლიმონი

მოამზადეთ შემდეგი კრემი: 5 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი მშრალი რძე და 4 სუფრის კოვზი თხევადი თაფლი შეურიეთ ერთმანეთში. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ პატარა ქილაში და შეიხანეთ მაცივარში. ვარგისიანობის ვადა – 20 დღე.

წაისვით ეს კრემი კანის შესაბამის მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ დაიმუშავეთ სახის კანის ქოქოსის ან ნუშის ზეთით. შეგიძლიათ დამატენიანებელი კრემის გამოყენებაც.

№3: ყურძნის ტონიკი

გარეცხეთ ყურძნის 10 ცალი მარცვალი და ამოაცალეთ წიპწები. მოამზადეთ ფაფისებრი მასა, დაუმატეთ 100 მლ გაფილტრული წყალი და ბლენდერის გამოყენებით ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. მზა სითხე გადაიტანეთ სუფთა ქილაში და შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღით. ბამბის დისკის გამოყენებით წაისვით ეს საშუალება სახის კანზე, კისერზე, დეკოლტის ზონაზე და ხელებზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

№4: წყალბადის ზეჟანგი

წყალბადის ზეჟანგი, აუცილებლად მცირე რაოდენობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველ საღამოს (ჩამობანა არ არის აუცილებელი). უბრალოდ დაასველეთ ბამბის დისკი ამ ხსნარში და კარგად დაიმუშავეთ სხეულის შესაბამისი მონაკვთები დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე.

№5: ბადრიჯნის ნიღაბი

მოხარშეთ გასუფთავებული ბადრიჯნის რამდენიმე ნაჭერი. როგორც კი ბოსტნეული დარბილდება, კარგად დასრისეთ ის (მოამზადეთ პიურე) და ნელი წრიული მოძრაობებით შეიზილეთ სახის კანზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. 3 კვირიანი ყოველდღიური პროცედურები სავსებით საკმარისი იქნება, რათა ლაქები ბოლომდე გაქრეს.

№6: ლიმონი და ოხრახუში

1 ჩაის კოვზი ოხრახუშის ნედლ, კარგად დაქუცმაცებული ფოთლებს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. მზა მასა წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის წასმა. შეგიძლიათ ქოქოსის ან ნუშის ზეთის გამოყენებაც.

№7: ბანანის კრემი

არაჩვეულებრივი იქნება, თუ სახის კანს რეგულარულად ბანანის ქერქით დაიმუშავებთ. უშუალოდ ნაყოფისგან შეგიძლიათ პიურეს მომზადებაც და მისი წასმა სახეზე თხელ ფენად. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

შვიდივე მეთოდი მრავალჯერაა გამოცდილი და მათი ეფექტუობა ეჭვგარეშეა! ამოარჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეუდექით პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლას დღეიდანვე. ყოველდღიური პროცედურებიდან დაახლოებით 2 კვირაში პიგმენტური ლაქებისგან კვალიც კი არ დარჩება.

არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, ისინი მადლიერები დარჩებიან. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!