ვაფლის ტორტი კოკა-კოლის კრემით. მზადდება სწრაფად და მარტივად, ცხობის გარეშე. ისეთი გემრიელია, სიტყვები არ მყოფნის

331

შემოგთავაზებთ უგემრიელესი და ვიზუალურად ულამაზესი  დესერტის რეცეპტს. ტორტს ამზადებთ გამოცხობის გარეშე.

ტორტის საბაზისო ნაწილის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ვაფლი (შეარჩიეთ თქვენი გემოვნების მიხედვით) 400-500 გრ
  • ორცხობილა 250 გრ
  • გამდნარი კარაქი 100 გრ

ინსტრუქცია:

1. დაგჭირდებათ 24 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა მოსახსნელი გვერდებით. ფორმაში გვერდულად და მიჯრით ჩააწყვეთ ვაფლები.

2. ორცხობილა დაფშვენით წმინდად. კარაქი გაადნეთ და  შეურიეთ დაფშვნილ ორცხობილას. მიღებული მასა გაანაწილეთ ფორმის ძირზე და კარგად დატკეპნეთ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • მასკარპონე 500 გრ
  • შაქრის ფხვნილი 100 გრ
  • ნაღები 400 მლ
  • კოკა-კოლა 300 მლ
  • სახამებელი 30 გრ
  • მარწყვი ან ნებისმიერი სხვა კენკრა თქვენთვის ხელმისაწვდომი

მომზადების წესი:

1. ნაღები ათქვიფეთ მიქსერის მაქსიმალურ სიჩქარეზე. მასკარპონეს დაამატეთ შაქრის ფხვნილი და ათქვიფეთ. ბოლოს შეათქვიფეთ ნაღები და ჰეროვანი კრემი მზად არის. მზა კრემი გაყავით ორ თანაბარ ნაწილად.

2. სქელძირიანი ქვაბში ჩაასხით კოკა-კოლა, დაამატეთ სახამებელი და მოურიეთ. ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე, ურევთ განუწყვეტლივ და ადუღეთ კარამელის კონსისტენციის მასის მიღებამდე.

3. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და ნაწილ-ნაწილ შეურიეთ კრემის ნახევარი. მზა კრემი ბისკვიტის საბაზისო ფენაზე თანაბრად გაანაწილეთ და დესერტი 1 საათით შედეთ მაცივარში.

4. დარჩენილ კრემში აურიეთ ჟოლო ან თქვენთვის სასურველი სხვა კენკრა და თანაბრად გაანაწილეთ კოკა-კოლას კრემზე.

5. ფორმა ერთი საათით შედეთ მაცივარში.

მინანაქრის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • რძიანი შოკოლადი 200 გრ
  • ზეთი 50 მლ

ინსტრუქცია:

1. შოკოლადი დატეხეთ, დაამატეთ ზეთი და გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში ან ორთქლის აბაზანაზე. მინანქრით დაფარეთ ტორტი და გააფორმეთ თქვენი გემოვნების მიხედვით.

2. დესერტი 2 საათით შედეთ მაცივარში. შემდეგ დაჭერით და ისიამოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!