მოამზადეთ ნატურალური სასუქი თავად. რამდენიმე მორწყვის შემდეგ თქვენი ორქიდიეა აუცილებლად გაგახარებთ

1419

ორქიდეას მოყვარულმა ადამიანებმა კარგად იციან, რაოდენ პრეტენზიულია ეს ეგზოტიკური ყვავილი. ორქიდეას სჭირდება სასუქი, რადგან ხის ქერქისა და ხავსის ნიადაგი სრულყოფილად ვერ კვებავს ყვავილს.

ბუნებრივი სასუქის დასამზადებლად მებაღეები ჩვეულებრივი ბანანის ქერქს გვირჩევენ. იგი შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმსა და აზოტს. ეს მიკროელემენტები დოზირებულად მოქმედებს მცენარეზე. ბანანის ქერქისგან დამზადებული სასუქი ხელს უწყობს ორქიდეას ყვავილობის დროს.

ბუნებრივი სასუქის დამზადება ბანანის ქერქით

ამ სასუქის მომზადება ძალიან მარტივია. გთავაზობთ 3 სხვადასხვა რეცეპტს.

ბანანის ჩაი

  1. კარგად გამოაშრეთ ბანანის ქერქი მზეზე, შემდეგ დააქუცმაცეთ.
  2. 1 ჩ.კ. ნედლეულს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი და გააგრილეთ. გამოიყენეთ ფესვების მოსარწყავად.

ბანანის ქერქის ფხვნილი

  1. ბანანის ქერქი დაჭერით პატარა ნაწილებად, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე რბილობით ზემოთ და კარგად გამოაშრეთ ღუმელში.
  2. დააფქვიეთ გამომშრალი ბანანის ქერქი.

ბანანის ნაყენი

ქილაში მოათავსეთ 2 ბანანის ქერქი და დაასხით 2 ლიტრი წყალი. გააჩერეთ 2 დღით, გაწურეთ მარლაში და გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით.

ბანანი ორქიდეის ფოთლების მოსავლელად

ბანანის კანი შეგვიძლია ფოთლების გასაწმენდადაც გამოვიყენოთ – ასე ფოთლები შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს და მკვეთრ ფერს შეიძენს.

როგორ შევასუქოთ ორქიდეა სწორად

1. გამოკვებეთ ორქიდეა ზრდის პროცესში, როცა ყვავილი ახალ ფოთოლს ისხამს. გამოიყენეთ დანამატები ყოველი მეორე მორწყვის დროს, ოღონდ ეს ფრთხილად უნდა გააკეთოთ. თუ ერთი ფოთლის გაზრდის შემდეგ მეორე იჩენს თავს, გააგრძელეთ დანამატების გამოყენება. თუ ფოთოლმა ზრდა შეწყვიტა, შეწყვიტეთ შესუქება.

2. შეასუქეთ მცენარე ყვავილობის პერიოდში. მნიშვნელოვანია: ეს არ ეხება აყვავებულ ორქიდეას, რომელიც ახლახანს შეიძინეთ. დაელოდეთ ყვავილების ჩამოცვენას და შეუდექით შესუქებას მინიმუმ 3-4 თვის შემდეგ.

3. შემოდგომა-ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, ფალენოპსისების ზრდის პროცესი ნელდება, ამიტომ ისინი თვეში მხოლოდ ერთხელ უნდა შეასუქოთ.

4. არ შეასუქოთ დაზიანებული, დასუსტებული და გადარგული ორქიდეა.

5. მთავარი წესი: სასუქის დოზის გადაჭარბებას სჯობს, მცენარეს დანამატები მიაკლოთ. ასე ორქიდეას უფრო ნაკლებად ავნებთ.

გაითვალისწინეთ ეს მარტივი რჩევები ორქიდეას მოსავლელად და დატკბით მისი ჯანსაღი, გულუხვი ყვავილობით. რა თქმა უნდა, მაღაზიაში შეძენილი სასუქიც ამდენადვე ეფექტურია, თუმცა მას მცენარის დაზიანება შეუძლია, თუ დოზას არასწორად გათვლით.