თავის ტვინის სისხლძარღვების გაწმენდა ძალზედ მნიშვნელოვანი პროცედურაა, რომლის ხარჯზეც მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობა საგრძნობლად უმჯობესდება. ამ პროცედურამ შეიძლება დაგვიცვას ისეთი სერიოზული დაავადებებისგან, როგორიცაა: კისრის მალების ოსტეოქონდროზი და ათეროსკლეროზი. რეგულარულად მსგავსი პროცედურების ჩატარებით თქვენ შეძლებთ თავის ქრონიკული ტკივილების დამარცხებას, მეხსიერებისა და კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებას, განწყობის ამაღლებას და ა.შ.
დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 5 გასაოცარ რეცეპტს თავის ტვინის სისხლძარღვების გასაწმენდად.
1-ლი მეთოდი: თაფლი და კაკალი
დაფქვით 5 კაკალი და შეურიეთ 1 სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლში, ჩაამატეთ 1 მწიკვი დაფქული დარიჩინი და ჯანჯაფილი, კარგად მოურიეთ და შედგით ნარევი მაცივარში. მიირთვით ეს საშუალება დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მე-2 მეთოდი: ხახვის წვენი და თაფლი
გამოწურეთ ხახვისგან ჩაის ჭიქის მესამედი წვენი და შეურიეთ ის 1 ჭიქა ნატურალურ თაფლში. მიღებული საშუალება მიირთვით დღეში 3-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს საშუალება არა მხოლოდ ეფექტურია სისხლძარღვების გასაწმენდად, არამედ ამაღლებს იმუნიტეტს.
მე-3 მეთოდი: ნატურალური წვენები
ყოველდღიურად საუზმობამდე და სადილობამდე 30 წუთით ადრე მიირთვით ნახევარი ჭიქა ბროწეულის წვენი (შეგიძლიათ ჩაანაცვოთ ვაშლის ან სტაფილოს წვენით).
მე-4 მეთოდი: ოროვანდის ნაყენი
ჩაყარეთ თერმოსში 1 მუჭა (10 გრამი) ოროვანდის ფესვები, დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 8-10 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ გაფილტრეთ ნარევი და შეინახეთ ის ცივ ადგილას. მიირთვით მომზადებული ოროვანდის ნაყენი საუზმობამდე და სადილობამდე 30 წუთით ადრე, 4-4 სუფრის კოვზის ოდენობით. სისხლძარღვების გაწმენდის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 1 თვეს.
მე-5 მეთოდი: სასარგებლო პროდუქტები
ორგანიზმის საერთო ჯანმრთელობის ამაღლებისა და სისხლძარღვების გაწმენდის მიზნით, რეკომენდირებულია ყოველდღიურად საუზმობამდე 30 წუთით ადრე მცირეოდენი მარინადის, 1 მუჭა ქიშმიშისა და ამავე რაოდენობით ნიგვზის მირთმევა. 15-20 წუთის შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ დალიოთ 1 ჭიქა წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლი.
გისურვებთ ჯანმრთელობას!