ეს ძლიერი საშუალება გაგათავისუფლებთ ყაბზობისა და ტოქსინებისგან

840

ახლა მსხვილ ნაწლავს ავტოინტოქსიკაციის თეორიის გამოყენებით ვწმენდთ. ზოგიერთ პროდუქტს ორგანიზმი სრულად ვერ გადაამუშავებს, განსაკუთრებით, ხორცს. შედეგად, ეს პროდუქტები მსხვილ ნაწლავში იწვევს ლორწოს დაგროვებას, რომელსაც ტოქსინები და შხამები წარმოქმნის და ანადგურებს ჩვენს ჯანმრთელობას.

დაღლილობა, თავის ტკივილები, წონაში მატება, ცუდი განწყობა, ხშირი გაციება და ვირუსული დაავადებები, გულმავიწყობა – ეს ყველაფერი მსხვილ ნაწლავში ტოქსინების დაგროვების სიმპტომებია.

გთავაზობთ მარტივი საშუალების რეცეპტს მსხვილი ნაწლავის მაქსიმალურად ეფექტური წმენდისთვის. იგი მდიდარია საკვები ბოჭკოებით, მკვებავი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომლებიც მაქსიმალურად ეფექტურად გაცილებთ ტოქსინებს. ასევე, იგი გეხმარებათ ჭარბი წონის კლებაში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და იმუნიტეტს.

ვაშლი იდეალური საშუალებაა მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად. იგი სავსეა ხსნადი ცელულოზით, რომელიც წმენდს საჭმლის მონელების მთელ სისტემას. ვაშლი, ასევე, შეიცავს უხსნელ ცელულოზასაც, რომელიც ზრდის განავლის მოცულობას და ხელს უშლის ყაბზობას.

სელის თესლი ამ საშუალებაში კუჭის დამცავ ფუნქციას ასრულებს. იგი დიდი რაოდენობით ცელულოზას შეიცავს, რაც ალბობს კუჭს და ნაწლავებს სასარგებლო თვისებების ათვისებაში ეხმარება. სელის თესლი, ასევე, ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს, ვინაიდან შეიცავს ისეთ ნაერთებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიოქსიდანტურ დაცვას. სელი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის საუკეთესო პროფილაქტიკაცაა.

ჩიის თესლი სავსეა ცელულოზით, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. ასევე, იგი მდიდარია საკვები ნივთიერებებითა და ვიტამინებით, რომლებსაც თქვენი ორგანიზმი აითვისებს ტოქსინების გამოდევნასთან ერთად. მისი მოხმარების შედეგად, თქვენ დიდი ხნით იგრძნობთ დანაყრებას, რაც ხელს უწყობს გახდომის პროცესსაც.

საშინაო საშუალება მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად

ინგრედიენტები

  • 1 ც ვაშლი
  • 1 ჩ.კ. ნატურალური თაფლი(სურვილისამებრ)
  • 1 ს.კ. ჩიის თესლი(20 წუთით ჩალბობილი 100 მლ თბილ წყალში)
  • 1 ს.კ. სელის თესლი(დაფქული)
  • 200 მლ სუფთა წყალი
  • ორი მწიკვი თქვენი საყვარელი სანელებელი(დარიჩინი, მუსკატის კაკალი, მიხაკი და ა.შ.)

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი, გარდა ჩიის თესლისა, ბლენდერში, დააფქვიეთ. გადაასხით შიგთავსი ჭიქაში და დაუმატეთ ჩიის თესლიც. კარგად მოურიეთ და მიირთვით ეს სასმელი ყოველდღე, 14-30 დღის მანძილზე, ასევე, ყურადღება დაუთმეთ სწორ კვებასაც ამ კურსის დროს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!