როგორ გავიწმინდოთ ნაწლავები სწორად: პროდუქტი, რომელიც 15 კგ-მდე მავნე ნარჩენს გამოდევნის

20960

ადამიანის ორგანიზმი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში დაახლოებით 100 ტონა პროდუქტსა და 40 000 ლიტრ სითხეს გადაამუშავებს. სტატისტიკა ამტკიცებს, რომ ამ დროში მსხვილ ნაწლავში 15 კილოგრამამდე მავნე ნივთიერება და ტოქსინი შეიძლება დაგროვდეს, თუ ორგანიზმის დეტოქსიკაციაზე რეგულარულად არ ვიზრუნებთ.

თუ თქვენ ცუდი ნივთიერებათა ცვლა, ხშირი ყაბზობა, თირკმელებთან და ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ჭარბი წონა, კანისა და თმის მდგომარეობის გაუარესება გაწუხებთ, ან სულაც გაქვთ ეჭვი ართრიტზე, ესეიგი თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა არასწორ რეჟიმში მუშაობს.

ყველა ჩამოთვლილი პრობლემის გადასაჭრელად, პირველი, რაც უნდა მოიმოქმედოთ, ორგანიზმის გაწმენდაზე ზრუნვაა. ამ დავალებას ნებისმიერ სააფთიაქო პრეპარატზე უკეთ ართმევს თავს ისეთი იაფი და ყველასათვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, როგორიც სელის ფქვილია. დღეში 3 სუფრის კოვზი სელის ფქვილის მიღება სავსებით საკმარისია, რათა დაცალოთ ნაწლავები დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, გაანადგუროთ პარაზიტები, ჭიები და მათი კვერცხები. ამ ფქვილს შეუძლია მეტაბოლიზმის დარეგულირება და ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირება, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ფიგურაზე.

ვიწმენდთ ნაწლავებს! 

როგორც ცნობილია, სელის ფქვილი გვეხმარება ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა: გასტრიტი, კოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები. გარდა ამისა, მოცემული პროდუქტი ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში.

დღევანდელ სტატიაში ჩვენ თქვენთვის მოვამზადეთ ორგნიზმის სრული დეტოქსიკაციის 21 დღიანი კურსი. ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სხეულს დაგროვებული ტოქსინებისგან, წიდებისგან, პარაზიტებისგან, ჭიებისგან და სხვა მავნე ნარჩენებისგან, დაირეგულირებთ მეტაბოლიზმს, დაიკლებთ წონას, შეიმცირებს ქოლესტერინის დონეს და გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

21 დღიანი კურსი: 

1-ლი კვირა (1-7 დღე): შეურიეთ 1 სუფრის კოვზი სელის ფქვილი 100 მილილიტრ კეფირში.

მე-2 კვირა (8-14 დღე): შეურიეთ 2 სუფრის კოვზი სელის ფქვილი 100 მილილიტრ კეფირში.

მე-3 კვირა (15-21 დღე): შეურიეთ 3 სუფრის კოვზი სელის ფქვილი 150 მილილიტრ კეფირში.

ეს საშუალება უნდა მიირთვათ ყოველ დილას, უზმოზე. კურსის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა დალიოთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი. თუ სელის მზა ფქვილის შეძენას ვერ ახერხებთ, იყიდეთ მარცვლები და დაფქვით კარგად ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით.

ორგანიზმის გაწმენდის ეს 21 დღიანი კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ მხოლოდ წელიწადში ერთხელ.