რა იწვევს ღამით ფეხების ხშირ კრუნჩხვებს და როგორ გადავჭრათ პრობლემა მხოლოდ ნატურალური საშუალებით

80704

ფეხების კრუნჩხვების დასამარცხებლად პაციენტების საკმაოდ დიდი ნაწილი ყოველდღიურად იღებს ისეთ ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატებს, როგორიც იბუპროფენია. ასე თქვენ ინადგურებთ საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით დიდ ზიანს კი თირკმელებსა და სახსრებს აყენებთ, რადგან სააფთიაქო აბების უმრავლესობისთვის არაერთი საშინელი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი. ასეთი პრეარატები მხოლოდ დროებით გვიყუჩებს სიმპტომებს, ხოლო უშუალოდ პრობლემის გამომწვევი მიზეზი უვნებელი, ხელშეუხებელი რჩება.

ამ უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ისეთი მნიშვნელოვანი მინერალების უკმარისობაა, როგორიც მაგნიუმი და კალიუმია. არსებობს კიდევ რამდენიმე გავრცელებული ფაქტორი, რომელიც ფეხების კრუნჩხვებას განაპირობებს:

  • დიაბეტი;
  • სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • ჰიპოთირეოზი;
  • ანემია;
  • სტრესი.

პრობლემის გადასაჭრელად ჩვენ გთავაზობთ 3 ნატურალურ საშუალებას. თითოეული მათგანი ძალიან ეფექტურია, თანაც მათთვის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

ნებისმიერი საშუალების გამოყენებამდე თქვენ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ პრობლემის დასამარცხებლად ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყლის მიღებაა აუცილებელი.

თუ ფეხების კრუნჩხვების გამომწვევი მიზეზი მინერალების დეფიციტშია, მაქსიმალურად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი მაგნიუმის, ნატრიუმის, კალციუმისა და კალიუმის შემცველი პროდუქტებით. მიირთვით დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული, თხილეული, მარცვლეული, კენკრა და ციტრუსები, რომლებიც C ვიტამინის მაღალი შემცველობის ხარჯზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ჟანგბადის მიწოდებას შინაგანი ქსოვილებისთვის.

როგორ დავამარცხოთ ფეხების კრუნჩხვები

რეცეპტი №1

აიღეთ ნიახურის 3 ღერო, კარგად გარეცხეთ და დააბლენდერეთ იმ რაოდენობით წყალთან ერთად, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის მასა. ჩაამატეთ მასში 1 ფორთოხლის ახლადგამოწურული წვენი და კიდევ ერთხელ გადაურიეთ.

მზა საშუალება მიირთვით დღეში 1 ჩაის ჭიქის ოდენობით სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

რეცეპტი №2

აიღეთ ერთი პომიდორი, კარგად გარეცხეთ, გაასუფთავეთ კანისგან და დააბლენდერეთ. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ კარგად გარეცხილი და გასუფთავებული კიტრი, ნიახურის 2 ღერო და მცირეოდენი ოხრახუში. კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. მიირთვით მზა სამელი ყოველდღიურად საუზმობამდე 30 წუთით ადრე.

რეცეპტი №3

100 მილილიტრ წყალში ჩაალბეთ 2 სუფრის კოვზი სეზამის თესლი და დააყოვნეთ 2-3 საათით. დაყოვნებული მასა (როგორც სითხე, ასევე მარცვლები) მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი 1 მწვანე ვაშლი, ნახევარი ბანანი და 1 ჩაის კოვზი თაფლი. ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა საშუალება მიირთვით მიირთვით ყოველდღიურად საუზმესა და სადილს შორის.

როგორც უკვე გითხარით, სამივე საშუალება არაჩვეულებრივი ეფექტით გამოირჩევა. თითოეული მათგანი არა უბრალოდ ახშობს სიმპტომებს, არამედ ებრძვის უშუალოდ პრობლემის გამომწვევ მიზეზს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ სტატია. გისურვებთ ჯანმრთელობას!