როდესაც კანის ფორებში დიდი რაოდენობით ჭუჭყი და სიბინძურე გროვდება, წარმოიქმნება ყველასათვის კარგად ნაცნობი შავი წერტილები. ეს საკმაოდ გავრცელებული კოსმეტიკური პრობლემაა, რომელიც, განურჩევლად სქესისა და ასაკისა, აბსოლუტურად ყველა ადამიანს გვაწუხებს.
როგორც წესი, ამ წერტილებს მექანიკურად ვიშორებთ კანზე ძლიერი ზეწოლით, რაც სწორი გამოსავალი ნამდვილად არ არის. გარდა იმისა, რომ ასე ვიზიანებთ კანის ზედა ფენას, მექანიკური გზით მოშორებული შავი წერტილები უკან მალევე ჩნდება, რადგან პროცედურის შემდეგ კანის ფორები კიდევ უფრო გაფართოებული რჩება, შედეგად კი ჭუჭყი უფრო სწრაფად გროვდება.
დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ძალიან მარტივი და ეფექტური საშუალება, რომელიც შავი წერტილებისგან ერთ პროცედურაში გაგათავისუფლებთ და სასურველ შედეგს გაცილებით ხანგრძლივი დროით დაგიფიქსირებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა საშუალება.
მაშ ასე, დაგჭირდებათ:
- კბილის პასტა
- მარილი
- დამატენიანებელი კრემი (თუ მშრალი კანი გაქვთ)
- ყინულის კუბიკები
ინსტრუქცია:
- პატარა, მოსახერხებელ ჭურჭელში შეურიეთ კბილის პასტა და მარილი ერთმანეთში თანაფარდობით 2 : 1. კარგად გადაურიეთ.
- მიღებული ბლანტი მასა სქელ ფენად წაისვით კანის შესაბამის მონაკვეთებზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ მის სრულ შეხმობამდე (დაახ. 10 წუთი). თუ მშრალი კანი გაქვთ, კბილის პასტის ფენის წასმამდე წაისვით დამატენიანებელი კრემი ძალიან თხელ ფენად.
- მოიშორეთ ეს საშუალება თბილი წყლით. შეგიძლიათ თბილ წყალში დატენიანებული ქსოვილის გამოყენებაც.
- პროცედურის შემდეგ კანი აუცილებლად დაიმუშავეთ ყინულის კუბიკებით, რათა ფორები შევიწროვდეს.
ეს 10 წუთიანი პროცედურა ბოლომდე გაწმენდს თქვენს კანს შავი წერტილებისგან და დიდხანს დაგიცავთ მათი განვითარებისგან.