ეს ის ვიტამინია, რომელიც გაადნობს ცხიმებს და გააძლიერებს გულის კუნთს

3361

თევზის ქონი – ნივთიერება, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს მთელი ორგანიზმისა და პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობაზე. პოლიგაუჯერებელი ცხიმოვანი მჟავებითა და სტერინებით მდიდარი ეს უნიკალური პროდუქტი გამოირჩევა არაერთი უპირატესობით ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ანტიოქსიდანტური და კარდიოდაცვითი თვისებების გამო, მოცემული პროდუქტი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩვენს დიდ ბებია-ბაბუებში, დღესდღეობით კი მის შესახებ ძალიან ცოტას თუ გვახსოვს.

თევზის ქონი ხელმისაწვდომია როგორც თხევადი სახით, ასევე კაფსულების ფორმით. თხევადი ნივთიერება გაცილებით იაფი ღირს, თუმცა მას იმდენად მკვეთრი გემო და სუნი აქვს, უმრალვესობა სწორედ კაფსულებს ვანიჭებთ უპირატესობას.

თევზის ქონის დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე

მოცემული პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით A და D ვიტამინებს, რომლებიც სტიმულირებს კანისა და ლორწოვანი გარსის ჯანსაღი უჯრედების ზრდა-გამრავლების პროცესს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ორი ვიტამინი უმნშვნელოვანესია ჩვენი კანისთვის, თმისა და ფრჩილებისთვის. გარდა ამისა, D ვიტამინს შეუძლია მშფოთვარების, სტრესისა და ფეხების კრუნჩხვების შემცირება. ის აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ კალციუმის ათვისების პროცესსაც, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვის.

ყველას მართლაც არაერთხელ გვსმენია თევზის ქონის საოცარი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ. ის მართლაც რომ უნიკალური პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს აბსოლუტურად ყველა ორგანოზე და შინაგან სისტემაზე. ყველა ამ საოცარი თვისების პარალელურად, თევზის ქონს შეუძლია ჩვენი კანის გაახალგაზრდავება და ზედმეტი ცხიმოვანი ფენების წვის პროცესის სტიმულირება, რაც ამ პროდუქტს კიდევ უფრო ღირებულად აქცევს!

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ როგორ გავიახალგაზრდავოთ თავი და დავიკლოთ წონა უბრალო კაფსულების გამოყენებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება…

თევზის ქონი სახის კანისთვის

ნემსით დაჩხვლიტეთ თევზის ქონის რამდენიმე კაფსულა და 1 ჩ.კ. მისი შიგთავსი გააერთიანეთ 1 ჩ.კ. ნატურალურ თაფლთან. მზა ნარევი წაისვით სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 5 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. თქვენი კანი ყოველთვის შეუდარებლად ლამაზი და მიმზიდველი რომ იყოს, პროცედურა ყოველ 2 კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

თევზის ქონის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების უემტესობა ამ პროდუქტში შემავალი ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებითაა განპირობებული. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, გვეხმარება ათეროსკლეროზის პროფილაქტიკაში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და მინიმუმამდე ამცირებს თრომბების ფორმირების რისკს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! მეცნიერუალდ დამტკიცებულია, რომ თევზის ქონი იცავს ჩვენს შემაერთებელ ქსოვილებს დაზიანებისგან და თავიდან გვარიდებს დიაბეტის განვითარებას.

თევზის ქონი ზედმეტი ცხიმებისა და კილოგრამების მოსაშორებლად

ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, მივიღოთ თევზის ქონი წონის შესამცირებელი დანამატის სახით. ავსტრალიელი მეცნიერების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პაციენტებს, რომლებიც დღეში 6 გრამ თევზის ქონს იღებენ და ვარჯიშს 45 წუთს უთმობენ, ლიპიდების გაცილებით უკეთესი დონე აღენიშნებათ, ვიდრე მხოლოდ სპორტით დაკავებულ ადამიანებს. მაშასადამე, ფიზიკური აქტიურობისა და თევზის ქონის კომბინაცია გვიწყობს ხელს ზედმეტი ცხიმოვანი ფენებისა და კილოგრამების სწრაფად და მარტივად მოშორებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ყოველდღიურად თევზს ქონის ერთი ან რამდენიმე კაფსულის მიღებით, შესაძლებელია თავის ტვინის მუშაობის გაუმოჯბესება და დემენციის პროფილაქტიკა.

გინეკოლოგები უწევენ თევზის ქონს რეკომენდაციას იმ ქალბატონებშიც, რომელთაც მტკივნეული და გართულებული მენსტრუაციული ციკლი აწუხებთ. მამაკაცების შემთხვევაში, თევზის ქონით პორსტატის სიმსივნის თავიდან არიდებაა შესაძლებელი.

თუ ყველა ჩამოთვლილი უპირატესობის მიღება გსურთ, თევზის ქონის 1 ან 2 კაფსულა დღეში სამჯერ, ჭამის დროს მიიღეთ. თუ ამ ნივთიერებას ჭამამდე, უზმოზე მივიღებთ, შეიძლება გამოვიწვიოთ კუჭის გაღიზიანება.

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!