როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა: ეფექტური საშინაო რეცეპტი

29220

დავაზუსტოთ თავიდანვე: თუ დღის განმავლობაში დაახლოებით 60-დან 100 ღერამდე თმა გცვივათ, ეს ჩვეულებრივი ნორმაა. თმის ბანვის პროცესში ცვენის სიხშირემ შეიძლება კიდევ უფრო იმატოს, თუმცა საგანგაშო ამ შემთხვევაშიც არაფერია, თუ პრობლემას სწორად მიუდგებით და იმოქმედებთ დროულად.

თმის ცვენა რომ შეაჩეროთ, გაისქელოთ საფარი, მიანიჭოთ თმას დამატებითი მოცულობა და გამოკვებოთ ის ყველა აუცილებელი ნივთიერებით, აუცილებლად მიმართეთ დახმარებისთვის ამ საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშინაო მეთოდს, რომლის შესახებაც ახლა დეტალურად ვისაუბრებთ.

ალოპეციის წინააღმდეგ ბრძოლაში (თმის ცვენის პათოლოგიური პროცესი) ლუდი აუცილებლად დაგეხმარებათ!

ლუდის სასარგებლო გავლენა თმაზე

ლუდის საფუარი, სვია და ალაო – ნებისმიერი წარმოების ლუდის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები. სწორედ ლუდის ეს შემადგენლობა აქცევს მოცემულ პროდუქტს სასარგებლოდ ჩვენი თმისთვის.

საფუარი – ჩვენი თმის კარგი ჯანმრთელობისთის შეუცვლელი B ჯგუფის ვიტამინების საკმაოდ დიდი წყარო. ის არაჩვეულებრივად კვებავს ჩვენს თმასა და თავის კანს ყველა საჭირო ნივთიერებით და გვიწყობს ხელს თმის ცვენის შეჩერებაში.

რაც შეეხება სვიასა და ალაოს, ორივე მათგანი გამოირჩევა რკინის, ფოსფორის, მაგნიუმისა და ვიტამინს PP-ს მაღალი შმცველობით.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ სვია საკმაოდ დიდი რაოდენობით შეიცავს ე.წ. სილამაზის ჰორმონს, ფიტოესტროგენს, უფრო კონკრეტულად კი – 8-პრენილნარინგენინს.

თუ თმის გასაჯანსაღებლად ლუდის გამოყენებას დააპირებთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი:

  • ყველაზე სასარგებლო ჩვენი თმისთვის მუქი ფერის გაუფილტრავი ლუდია. ქერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მუქი ფერის ლუდი ღია თმას მსუბუქად ღებავს.
  • ნიღბის მომზადებამდე ლუდი ოდნავ უნდა შეათბოთ. ასე აქტიური კომპონენტები უფრო მარტივად აღწევს თმის ფოლიკულებში.
  • თმიდან ლუდის სუნის მოშორებაში რამდენიმე წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი დაგეხმარებათ.

ლუდის ნიღაბი თმისთვის

ინგრედიენტები:

  • 200 მლ ლუდი
  • ნახევარი ბანანი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 1 კვერცხის გული

მომზადება და გამოყენება: 

  1. დაჭერით ნახევარი ბანანი პატარა კუბიკებად, მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ კვერცხის გული და კარგად ათქვიფეთ.
  2. დაუმატეთ თაფლი, 200 მილილიტრი ლუდი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ.
  3. თქვენ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, რომელიც კარგად უნდა წაისვათ ტენიან თავის კანზე და თმაზე. ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შეიხვიეთ თბილი პირსახოცით.
  4. მასა დაიტოვეთ სამოქმედოდ 2-3 საათით, შემდეგ დაიბანეთ თავი თბილი წყლით.

თუ თმა მაღალი სიხშირით გცვივათ, ჩაიტარეთ 7 დღიანი ექსპრეს კურსი ლუდის ნიღბით, ანუ გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველ საღამოს 7 დღის განმავლობაში.

მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნებისთვის, საკმარისია ამ ნიღბის კვირაში 2-ჯერ გამოყენება. თუ თმისთვის უბრალოდ დამატებითი ბზინვარებისა და მოცულობის მინიჭება გსურთ, შხაპის მიღებამდე რამდენიმე წუთით ადრე ლუდით თავის კანი და თმა კარგად დაიმუშავეთ.

არ დაგავიწყდეთ ამ რეცეპტის დაქალებისთვის გაზიარება, ისინი მადლიერები დარჩებიან!