ეს ჩემი დიდი ბებიის გამოცდილი რეცეპტია, რომლითაც დედამ ვენების ვარიკოზი დაამარცხა

20264

ვენების ვარიკოზული გაგანიერება – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელსაც ყველაზე ხშირად 30 წელს გადაცილებულ ქალბატონებში ვხვდებით. თუ საჭირო ზომებს დროულად არ მივიღებთ, მდგომარეობა შეიძლება იმდენად გამწვავდეს და გართულდეს, რომ შესაბამისმა მკურნალობამაც კი შედეგი არ გამოიღოს.

გარდა გენეტიკური მიდრეკილებისა, არსებობს ვენების ვარიკოზის გამომწვევი კიდევ რამდენიმე ძირითადი ფაქტორი. ესენია: 

  • ასაკი;
  • სისხლის მიმოქცევის პრობლემები;
  • ჰორმონალური ცვლილებები;
  • ფიზიკური აქტივობების უკმარისობა.

როგორიც არ უნდა იყოს პრობლემის გამომწვევი მიზეზი, ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ, აუცილებლად დაგეხმარებათ! ვაშლის ძმარი, ალოე და სტაფილო – კომბინაცია, რომელიც მდგომარეობას მყისიერად შეგიმსუბუქებთ, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – საერთოდ დაგავიწყებთ!

მოცემულ საშუალებას დედა უკვე საკმაოდ დიდი ხანია იყენებს, თანაც წარმატებით. ამავე საშუალებას ვიყენებ პირადად ვენების ვარიკოზის პროფილაქტიკისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ უსიამოვნო პრობლემის მიმართ გენეტიკური მიდრეკილება მაქვს, პრევენციული ზომების რეგულარულად მიღება – ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვდეთ, ნებისმიერი პრობლემისა და დაავადებს თავიდან არიდება გაცილებით მარტივია, ვიდრე უშუალოდ მკურნალობა.

როგორ ვუმკურნალოთ ვენების ვარიკოზს სახლის პირობებში?

ინგრედიენტები: 

  • 1/2 ჩაის ჭიქა ალოე ვერას რბილობი
  • 1/2 ჩაის ჭიქა სტაფილო
  • ვაშლის ძმარი

ინსტრუქცია: 

  1. სტაფილო გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოათავსეთ ბლენდერში.
  2. დაუმატეთ ალოე ვერას რბილობი და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  3. წარმოქმნილ ბლანტ მასას დაუმატეთ იმ რაოდენობით ვაშლის ძმარი, რომ მიიღოთ თხელი კრემის კონსისტენცია.
  4. მზა საშუალება მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ კონტეინერში, რომელსაც მჭიდროდ ეფარება თავსახური.

კანის პრობლემური მონაკვეთები კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით, გაიჩერეთ დაახლოებით 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ყოველდღიური პროცედურების შედეგად თქვენი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ვენების ვარიკოზის სამკურნალო ამ ხალხური რეცეპტის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!