ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ მარილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის. სინამდვილეში, ის არაერთი პრობლემისგან გვათავისუფლებს

10380

ჩვენ მივეჩვიეთ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ მარილი მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მეტიც, მას მეორენაირად თეთრ სიკვდილსაც კი უწოდებენ. სინამდვილეში, თუ წყლისა და მარილის მიღებას სწორად დაარეგულირებთ, შეძლებთ ჯანმრთელობის არაერთი პრობლემისგან გათავისუფლებას და მათ პროფილაქტიკას. .

დაიმახსოვრეთ შემდეგი რეცეპტი: ნახევარ ჩაის კოვზ მარილს ვამატებთ 2 ლიტრ წყალში და მთელი დღის განმავლობაში მივირთმევთ მას პატარ-პატარა ულუფებით.

რატომ უნდა მივირთვათ მარილიანი წყალი?

თუ ამ სასმელს რეგულარულად მიიღებთ (კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ), შეძლებთ არა მხოლოდ სხვადასხვა სერიოზული დაავადების პროფილაქტიკას, არამედ უკვე არსებული პრობლემებისგან გათავისუფლებას.

სრული სია იმ უპირატესობებისა, რომელთაც მარილიანი წყლის რეგულარულად მირთმევით მიიღებთ: 

  1. იცავს ჩვენს სხეულს გაუწყლოებისგან და არაჩვეულებრივად ატენიანებს უჯრედებს;
  2. არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ჩვენს ორგანიზმში;
  3. ეფექტურად გვიცავს ალცჰეიმერისა და თირკმელების დაავადებების განვითარებისგან;
  4. გვეხმარება ასთმის წინააღმდეგ ბრძოლაში;
  5. ამარცხებს სტრესსა და დეპრესიას, რადგან სტიმულირებს ბედნიერების ჰორმონისა (სეროტონინი) და ძილის ჰორმონის (მელატონინი) გამომუშავებას. როდესაც სეროტონინის დონე ორგანიზმში ზედმეტად დაბალია, ჩვენ ვკარგავთ პოზიტიური თვითშეფასების უნარს;
  6. მოცემული სასმელი სტიმულირებს ჟანგბადის ჭარბი რაოდენობით მიწოდების პროცესს დაზიანებული უჯრედებისთვის, რაც კიბოს პროფილაქტიკაში გვეხმარება;
  7. მარილიანი წყალი არეგულირებს წნევასაც! დიახ, აქამდე ვიცოდით, რომ წნევიანებისთვის მარილის მიღებისგან თავის შეკავებაა რეკომენდებული, თუმცა ეს მოსაზრება არ შეესაბამება სიმართლეს. სწორედ მარილის უკმარისობა შეიძლება იქცეს ჰიპერტონიის განვითარების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად, რადგან მისი დეფიციტის დროს ორგანიზმში სითხის საჭირო რაოდენობით შეკავება აღარ ხდება, რაც სისხლძარღვების ძლიერად შეკუმშვას და სისხლის მიმოქცევის შეფერხებას განაპირობებს;
  8. მარილიანი წყალი ძალიან სასარგებლოა დაიაბეტიკებისთვის, რადგან ის იცავს ჩვენი თვალების კაპილარებს დაზიანებისგან;
  9. აქვს დადებითი გავლენა საჭმლის მონელების პროცესებზე;
  10. თავიდან გვარიდებს ოსტეოპოროზის განვითარებას. სპეციალისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოცემული პრობლემას საფუძვლად ორგანიზმში წყლისა და მარილის დეფიციტი უდევს;
  11. თავიდან გვარიდებს ვენების ვარიკოზს.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ სინამდვილეში რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარულად მარილის მირთმევა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რომელსაც მეორენაირად “თეთრ სიკვდილსაც” კი უწოდებენ. გახსოვდეთ, მთავარი ყოველთვის და ყველაფერში – ზომიერებაა!

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია და მოგვიყევით თქვენი ცოდნისა და გამოცდილებს შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით.