8 გავრცელებული პრობლემა, რომელსაც მხოლოდ ასპირინის გამოყენებით ვებრძვი

52862

აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინი – თეთრებად ღირებული სააფთიაქო აბი, რომელსაც გამოყენების საკმაოდ ფართო სპექტრი აქვს. სწორედ მისი დახმარებითაა შესაძლებელი არაერთი პრობლემის სწრაფად და მარტივად გადაჭრა.

მაშ ასე, დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ასპირინი სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

რა შემთხვევაში და როგორ გამოვიყენოთ ასპირინი? 

1. თუ ყვავილების წყლით სავსე ვაზაში ასპირინის რამდენიმე დაფქულ აბს დაამატებთ, თქვენი მცენარე თავისი საოცარი სილამაზით უფრო დიდხანს გაგახარებთ.

2. ასპირინი დაგეხმარებათ ქოთნის მცენარეების გაჯანსაღებაშიც. სწორედ ამ თეთრი აბით შეძლებთ ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას და მის “განკურნებას” სოკოსგან. დაფქვით ერთი აბი ასპირინი, დაუმატეთ 1 ლიტრ წყალს და მორწყეთ პრობლემური ნიადაგი.

3. თუ დამჯდარი აკუმულატორის გამო მანქანის დაქოქვას ვერ ახერხებთ, რაც საკმაოდ აქტუალური პრობლემაა ზამთრის ცივ სეზონზე, ასპირინი აუცილებლად დაგეხმარებათ! უბრალოდ ჩაყარეთ რამდენიმე აბი აცეტილსალიცილის მჟავა თქვენი ავტომობილის აკუმულატორში – ის შედის რეაქციაში ელექტროლიტებთან, რაც იწვევს აკუმულატორის დროებით დამუხტვას.

4. ოფლის ლაქებს ტანსაცმლიდან უკვალოდ გააქრობთ, თუ მათ ასპირინის წყალხსნარში (ყოველ ნახევარ ჭიქა წყალზე 2 აბი ასპირინი) 3 საათით ჩაალბობთ და შემდეგ ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით გარეცხავთ.

5. ასპირინი გვეხმარება გამონაყარის, შეწითლებისა და შეშუპების სწრაფად დამარცხებაში. დაფქვით ასპირინის ერთი ან ორი აბი და დაუმატეთ იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა. ამ საშუალებით კარგად დაიმუშავეთ კანის პრობლემური მონაკვეთები, დაიტოვეთ სამოქმედოდ სულ რამდენიმე წუთით და შემდეგ მოიშორეთ საპნის გამოყენებით.

6. გარქოვანებულ კანსა და კოჟრებს ქუსლებიდან მარტივად მოიშორებთ, თუ დახმარებისთვის ასპირინს მიმართავთ. დაფქვით 5 ან 6 აბი აცელტილსალიცილის მჟავა და დაუმატეტ მას იმ რაოდენობით ლიმონის წვენი, რომ მიიღოთ ბლანტი კონსისტენციის პასტისებრი მასა. მზა საშუალება კარგად წაისვით კანის პრობლემურ მონაკვეთებზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის პარკი და ამოიცვით წინდები. 10-15 წუთის შემდეგ ფეხისგულების კანი პემზით კარგად დაიმუშავეთ.

7. თუ მწერმა გიკბინათ, კანის შესაბამისი მონაკვეთი მსუბუქად დაიტენიანეთ და შემდეგ გაიხეხეთ ასპირინის აბით. ასე სიწითლეს, შეშუპებასა და ქავილის აუტანელ შეგრძნებას მყისიერად დაამარცხებთ.

8. ყველამ კარგად ვიცით, რომ წყალი ქლორის მაღალი შემცველობით, მაგალითად აუზზე, ცუდად ისახება შეღებილ თმაზე. თუ თმის ფერს რეგულარულად იცვლით და შედეგის დიდხანს დაფიქსირება გსურთ, აუზზე ვიზიტის შემდეგ თმა ასპირინის შემდეგი ხსნარით კარგად დაიმუშავეთ: 6 აბი აცეტილსალიცილის მჟავა გახენით 1 ჩაის ჭიქა წყალში, გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე და 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.

ახლა თქვენ უკვე იცით ასპირინის ალტერნატიული გამოყენების ამ მეთოდების შესახებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ… თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!