კოსმეტოლოგმა მეგობარმა დარეკლამებული პროდუქციის ნაცვლად, საშინაო ნიღბის გამოყენება მირჩია. ნაოჭები გაქრა, კანმა კი სიმტკიცე დაიბრუნა

14405

გსურთ კანისთვის ახალგაზრდობისა და სილამაზის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება? ნუ იჩქარებთ სხვადასხვა კოსმეტიკურ პროდუქტებში საკმაოდ სოლიდური თანხის გაფლანგვას, რადგან არსებობს ერთი საშინაო საშუალება, რომელიც სახის კანის მოსავლელად გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი დარეკლამებული პროდუქცია.

როდესაც კანის მდგომარეობის გაუარესებისა და ღრმა ნაოჭების გაჩენის ჩივილით კოსმეტოლოგ მეგობარს მივმართე, მან ამ საშუალების შესახებ მიამბო და რეცეპტის ჩანიშვნა მირჩია. უკვე წლებია, ამ ნიღაბს პირადად ვიყენებ და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. თქვენც გირჩევთ!

როგორ გავიახალგაზრდავოთ კანი სახლის პირობებში

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ: 

  • სოლკოსერილის მალამო
  • ალოე ვერას გელი
  • არგანის ზეთი
  • გლიცერინი
  • A ვიტამინი
  • E ვიტამინი

ყველა ინგრედიენტის შეძენას შეძლებთ აფთიაქებში. A და E ვიტამინი იყიდება კაფსულების სახით, რომლებიც უნდა დახვრიტოთ ნემსით და გადმოღვაროთ მისი შიგთავსი.

მომზადებისა და გამოყენების წესი: 

აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი და შეურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი სოლკოსერილის მალამო, 1 ჩაის კოვზი ალოე ვერას გელი, 1 ჩაის კოვზი არგანის ზეთი, რამდენიმე წვეთი A და E ვიტამინი. მიღებული ერთგვაროვანი მასა უნდა მოათავსოთ მუქი ფერის მინის ბოთლში და შეინახოთ მაცივარში. ვარგისიანობის ვადა – 2 თვე.

საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე კარგად შეიზილეთ ეს საშუალება სახის კანში ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 20-30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. პროცედურის შემდეგ წაისვით ღამის კრემი.

თუ ამ პროცედურას კვირაში რამდენჯერმე ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში თქვენი კანის მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას შენიშნავთ: ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, თქვენი კანი დაიბრუნებს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, თავიდან აირიდებთ ნაადრევ სიბერეს და შეძლეთ კარგი გარეგნობის დიდი ხნით შენარჩუნებას.

ვიმედოვნებ, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!