ასე დავამარცხე პოდაგრა და გაუსაძლისი ტკივილები საშინაო მალამოთი. გასწავლით მის დამზადებას

8879

ზუსტად 3 წლის წინ ფეხის ცერა თითის სახსრის ძლიერი ტკივილი დამეწყო. მხოლოდ იმის იმედით, რომ პრობლემა თავისით გაივლიდა და აღარ შემაწუხებდა, არანაირი ზომა არ მიმიღია. დროთა განმავლობაში ტკივილისა და დისკომოფრტის შეგრძნება იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ საწოლიდან დამოუკიდებლად წამოდგომაც კი მიჭირდა. წოლითი რეჟიმის დაცვისა და არაერთი სააფთიაქო პრეპარატის და მალამოს გამოყენების მიუხედავად, უსიამოვნო შეგრძნებები მხოლოდ დროებით მტოვებდა.

მოგვიანებით ექიმთან წასვლა და საკუთარი თავის გამოკვლევა გადავწყვიტე. პოდაგრული ართრიტი – დიაგნოზი, რომელიც ანალიზებით დადასტურდა. როგორც გაირკვა, ჩემი პრობლემის გადასაჭრელი გზა სწორ კვებაში და სხვადასხვა შეზღუდვებში იყო, მე კი ამის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა.

პოდაგრისა და საშინელი ტკივილების გამომწვევი მიზეზი სახსრებში ჩალაგებული შარდმჟავას მარილები აღმოჩნდა, რომლებიც პურინების დაშლის შედეგად წარმოიქმნება. სწორედ ამ მიზეზის გამო, თუ თქვენ პოდაგრის დამარცხება და სხეულიდან შარდმჟავას კრისტალების მოშორება გსურთ, მაქსიმალურად უნდა მოერიდოთ ხორცს, თევზს, ღვინოს, ლუდს და ფრუქტოზით დამკტბარ სხვადასხვა სასმელებს.

გარდა ამ რეკომენდაციების გათვალისწინებისა, ჩემ შემთხვევაში პოდაგრის დამარცხებაში უდიდესი წვლილი ერთ საშინაო მალამოს მიუძღვის, რომლის დამზადებაც დედაჩემის მეგობარმა მასწავლა.

პატარა ჭურჭელში მოათავსეთ 200 გრამი მაღალი ხარისხის კარაქი და დადგით ის დაბალ ცეცხლზე. როდესაც კარაქი გადნება და დუღილს დაიწყებს, შენიშნავთ ზედაპირზე ქაფის წარმოქმნას, რომელიც კოვზის გამოყენებით ფრთხილად უნდა ამოიღოთ და ცალკე ჭურჭელში მოათავსოთ. წარმოქნილ ქაფს ძალიან ნელი ნაკადით დაუმატეთ 70 მლ უბრალო ლუდი (ნატურალური, რაც შეიძლება მაღალის ხარისხის), 50 გრამი ქაფური და კვლავ დადგით ცეცხლზე. როდესაც ნარევი წამოდუღდება, მოაშორეთ ის ცეცხლს და მიეცით დრო გასაგრილებლად.

ამ მალამოთი დაზიანებულ სახსარს ყოველ საღამოს, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ვიმუშავებდი. 10 დღიანი კურსის შემდეგ ვაკეთებთ 5 დღიან შესვენებას და შემდეგ კვლავ ვიწყებთ ყოველდღიურ პროცედურებს. ხანმოკლე დროში თქვენ ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნებები საერთოდ აღარ შეგაწუხებთ!

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!