იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, რომელიც გვიცავს სხვადასხვა საშიში ვირუსებისგან, ინფექციებისგან და დაავადებებისგან.
თუ კრგი ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ სხეულის თავდაცვითი ძალების ამაღლებაზე, ანუ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ამ დავალებას არაჩვეულებრივად გაართმევს თავს ამიშების ტრადიციული რეცეპტი, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად ვისაუბრებთ. გარდა იმუნური სისტემის გაძლიერებისა, მოცემული საშუალება შეგიმცირებთ ქოლეტერინის დონეს და დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას.
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი
ინგრედიენტები:
- 1 კბილი ნიორი (გახეხილი)
- 1 სუფრის კოვზი ლიმონის ახლადგამოწურული წვენი
- 1 ჩაის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი
- 1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
ინსტრუქცია:
- ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ბლენდერში და ვურევთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თუ ბლენერი არ გაქვთ, გამოიყენეთ ხორცსაკეპი.
- მზა ნაზავი გადაიტანეთ მინის ქილაში, დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში.
- დაიწყეთ მისი მიღება მომზადებიდან 5 დღის შემდეგ.
- მიიირთვით სამკურნალო ნაზავი 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, საუზმობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე.
- კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა.
ამ დროში თქვენ საგრძნობლად შეგიმცირდებათ სისხლში ქოლეტერინის დონე და არტერიული წნევა. გარდა იმუნიტეტის გაძლიერებისა, ეს ნატურალური ნაზავი ძალიან სასარგებლოა მთელი ორგანიზმისთვის, რადგან ის მოამარაგებს სხეულს სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.
თუ გაწუხებთ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წყლულოვანი დაავადებები, შეიკავეთ თავი მისი მიღებისგან. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლაა რეკომენდებული, რადგან თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!