ეს საშუალება ბოლომდე გაგიწმენდთ არტერიებს, გაგიძლიერებთ სისხლძარღვების კედლებსა და გულის კუნთს

3756

ასაკის მატება, არასწორი კვება, მავნე ჩვევები და დაბინძურებული საცხოვრებელი გარემო – მცირე ჩამონათვალი იმ ფაქტორებისა, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენი გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობაზე.

დროთა განმავლობაში ჩვენი სისხლძარღვები კარგას მოქნილობას, მისი შიდა კედლები იფარება ქოლესტერინის ფენებით და ფერხდება სისხლის მიმოქცევა, რამაც ჯანმრთელობის არაერთ სერიოზულ პრობლემამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

როდესაც დარღვეულია სისხლის მიმოქცევის პროცესი, ჩვენს შინაგან ორგანოებს ჟანგბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები შეფერხებულად მიეწოდება. ინსულტი, ინფარქტი, ქრონიკული დაავადებები, მომატებული წნევა – მხოლოდ მცირე ნაწილი იმ პრობლემებისა, რომელთაც სისხლის მიმოქცევის შეფერხება შეიძლება ჩაეყაროს საფუძვლად.

ყველა ეს უსიამოვნო მოვლენა თავიდან რომ ავირიდოთ, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ სისხლძარღვების გაწმენდაზე. ამ დავალებას მარტივად გაართმევს თავს ერთი საკმაოდ იაფი, ხელმისაწვდომი და აბსოლუტურად ნატურალური საშუალება, რომლის შესახებაც ახლა ვისაუბრებთ.

ნატურალური ნაზავი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის

ინგრედიენტები:

  • 4 ლიმონი
  • საშუალო ზომის ჯანჯაფილის ფესვი
  • 2 ლიტრი წყალი
  • 2 ს.კ. თაფლი
  • 4-5 კბილი ნიორი

ინსტრუქცია:

  1. კარგად გარეცხეთ ლიმონი. უმჯობესი იქნება, თუ მას დამდუღრავთ, რათა ბოლომდე გააცალოთ მავნე ნივთიერებები.
  2. გარეცხილი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში თავის კანთან ერთად.
  3. ნიორი და ჯანჯაფილი გაასუფთავეთ კანისგან, შემდეგ მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის ან ხორცსაკეპის გამოყენებით.
  4. ლიმონის ფაფა გადაიტანეთ მინის 3 ლიტრიან ქილაში და დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი.
  5. როდესაც წყალი ოდნავ გაგრილდება, დაუმატეთ ჯანჯაფილისა და ნივრის ფაფა, შემდეგ ნატურალური თაფლი.
  6. კარგად გადაურიეთ და გაგრილებული საშუალება შედგით მაცივარში.

მზა საშუალება მიირთვით 100 მილილიტრის ოდენობით ყოველ დილას, უზმოზე და საღამოს, ვახშმოვამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 3 კვირა.

ამ დროში თქვენ ბოლომდე გაიწმენდთ სისხლძარღვებს და საგრძნობლად გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.

შეიკავეთ თავი მისი მიღებისგან, თუ გაწუხებთ კუჭის მომატებული მჟავიანობა ან წყლულოვანი დაავადებები. უმჯობესი იქნება, თუ ნებისმიერი ხალხური საშუალების მიღებამდე გაივლით კონსულტაციას ოჯახის ექიმთან.