ხახვისა და ალოეს კომბინაცია ნაოჭების ძლიერი მტერია. აღმოსავლელი ლამაზმანების ტრენდული რეცეპტი

2837

სამწუხაროდ, სიბერეს და მისთვის დამახასიათებელ უსიამოვნო ნიშნებს ვერსად გავექცევით. ასაკის მატების პარალელურად გვიჩნდება ნაოჭები და კანი კარგავს სიმტკიცეს, რაც ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩვენს თვითშეფასებაზე.

მართალია, სიბერეს თავიდან ვერ ავირიდებთ, თუმცა ჩვენ შეგვწევს უნარი, საგრძნობლად შევანელოთ და შევაფერხოთ ის. აღმოსავლელი ლამაზმანების ეს რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, მინიმალურ ვადაში ნაოჭებს ნაკლებად შესამჩნევს გახდის, გაათანაბრებს კანის ტონს და დაუბრუნებს მას სიმტკიცეს, რაც ვიზუალურად ათიოდე წლით გაგაახალაგაზრდავებთ.

აღმოსავლელი ლამაზმანების ახლაგაზრდობის რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. ხახვის ახლადგამოწურული წვენი.
  • 1/2 ს.კ. ალოეს გელი ან წვენი
  • 1-2 ჩ.კ. ნატურალური თაფლი
  • 1 ჩ.კ. მწვანე ჩაის ფხვნილი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული პიტნა
  • 1-2 ჩ.კ. სოიოს ზეთი

ინსტრუქცია:

ხახვი გახეხეთ წვრილ სახეხზე და მიღებული ფაფისაგან კარგად გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით. თუ მწვანე ჩაი ფხვნილის სახით არ მოგეპოვებათ, აიღეთ გამომშრალი ფოთლები და დაფქვით ყავის საფქვავის ან ბლენდერის გამოყენებით.

ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ერთმანეთში საშუალო ზომის მინის ქილაში, კარგად დააფარეთ თავსახური და შეინახეთ მაცივარში. გამოყენებამდე ეს ნაზავი აუცილებლად უნდა დააყოვნოთ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ).

წინასწარ კარგად გასუფთავებულ და გაწმენდილ სახის კანზე წაისვით ეს ნიღაბი საშუალო სისქის ფენად. რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ კანის მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშების დახმარებით.

დაიტოვეთ ნიღაბი სამოქმედოდ მინიმუმ 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ სახე გრილი წყლით. კვირაში საშუალოდ ორი პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ძალიან მალე დატკბეთ მიღებული შედეგით.

მოცემული საშუალება არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, უბრუნებს მას სიმტკიცეს, ათანაბრებს ტონს და აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს. თუ ამ ნიღაბს რეგულარულად გამოიყენებთ, საიმედოდ დაიცავთ თავს უკვე არსებული ნაოჭების გაღრმავებისგან და საგრძნობლად შეანელებთ დაბერების პროცესს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის დაქალებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!