მორწყეთ თქვენი მცენარე ასე, რათა ყვავილობამ არ დააყოვნოს

47135

თუ ოთახის მცენარეები გიყვართ, აუცილებლად ისწავლეთ მათი სწორად გამოკვება, რათა შეძლოთ ყვავილობის ულამაზესი პროცესით დატკბობა.

იცით, რომ მცენარის მოვლის დროს დაშვებულმა ძალიან პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მისი ჭკნობა, ფოთლების დაცვენა, მისი კუთხეების გამოშრობა და გახმობა. გარდა მცენარისათვის საკვების სწორად შერჩევისა, ძალიან დიდ როლს თამაშობს ოთახის ტემპერატურა და მისი ტენიანობა.

თუ გსურთ, თქვენი მცენარე გამოიყურებოდეს ლამაზად და ჯანსაღად, აუცილებლად გაითვალისწინეთ გამოცდილი ფლორისტების რჩევები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ.

როგორ გამოვკვებოთ ჩვენი ოთახის მცენარეები

თქვენს საყვარელ მცენარეს დიდი, მოცულობითი ფოთლები და ულამაზესი ყვავილები რომ ჰქონდეს, პერიოდულად გამოკვებეთ ის ამ ნატურალური სასუქებით.

1. შაქარი

შაქარი ერთ-ერთი საუკეთესო სასუქია ქოთნის მცენარეებისათვის. ის იშლება ორ უმნიშვნელოვანესს კომპონენტად: გლუკოზა და ფრუქტოზა. სწორედ გლუკოზაა ის ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ჩვენი მცენარეების სიცოცხლისათვის აუცილებელი ენერგიის წყაროს.

რეგულარულად გამოიყენეთ ნახევარ ლიტრ ოთახის ტემპერატურის წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი შაქარი თქვენი მცენარეების გამოსაკვებად. შეგიძლიათ, შაქარი პირდაპირ ნიადაგზეც მოაბნიოთ და შემდეგ მორწყათ მცენარე.

2. აბუსალათინი ზეთი

განსაკუთრებით სასარგებლოა აბუსალათინის ზეთი ყვავილობის პროცესში მყოფი მცენარეებისთვის. გახსენით 1 ჩაის კოვზი ზეთი 1 ლიტრ წყალში და მორწყეთ თქვენი მცენარე, რათა დააჩქაროთ მისი ზრდის პროცესი და საიმედოდ დაიცვათ ის სხვადასხვა დაავადებებისაგან.

3. ბროწეულის ქერქი

აიღეთ ბროწეულის ქერქი და დაასხით მას დაახლოებით 8-ჯერ დიდი რაოდენობით წყალი. მიღებული ნარევი დააყოვნეთ რამდენიმე დღე-ღამის განმავლობაში და შემდეგ მორწყეთ თქვენი ოთახის მცენარე მისი გამოყენებით. გარდა ბროწეულისა, არაჩვეულებრივი იქნება ციტრუსების კანის ნაყენიც. მათი დახმარებით, არა მხოლოდ მოამარაგებთ მცენარეს აუცილებელი მინერალებით, არამედ საიმედოდ დაიცავთ მათ სხვადასხვა დაავადებებისგან.

4. ასპირინი

თვეში ერთხელ მცენარის მოსარწყავად გამოიყენეთ წყალი, რომელშიც დაფქული ასპირინი გაქვთ დამატებული (ყოველ 1 ლიტრზე ერთი აბი ასპირინი). თუ ასე მოიქცევით, თქვენი მცენარე გახდება გაცილებით მდგრადი სხვადასხვა დაავადებების მიმართ, ხოლო მისი ფოთლები შეიძენს გაჯერებულ მწვანე ფერს.

5. ალოეს წვენი

ალოეს წვენი მცენარეული წარმოშობის ბიოგენური სტიმულატორია, რომელიც აჩქარებს მცენარის ჯანსაღი ზრდის პროცესს. თუ მას რეგულარულად გამოიყენებთ მოსარწყავად, თქვენი ქოთნის მცენარე ხანმოკლე დროში გაცილებით ლამაზი და ჯანსაღი გახდება.

1,5 ლიტრ ოთაახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. გამოიყენეთ ეს ნატურალური სასუქი თვეში 2-ჯერ.

6. რძე

პერიოდულად მორწყეთ თქვენი მცენარე წყალში გახსნილი რძით, რათა ძალიან მალე მან ულამაზესი ყვავილებით გაგახაროთ (1 ჩაის კოვზი რძე ყოველ 1 ლიტრ წყალაზე). გარდა უშუალოდ მორწყვისა, არაჩვეულებრივი იქნება, თუ რძისა და წყალის ნარევით რეგულარულად გაწმენდთ ფოთლებს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ გარდა ამ სასუქების გამოყენებისა, პერიოდულად უნდა შეუცვალოთ ნიადაგი თქვენს მცენარეს, რათა ის ყოველთვის ლამაზად და ჯანსაღად გამოიყურებოდეს. გადარგვის შედეგად, მცენარე იღებს საჭირო მკვებავ ნივთიერებებს და უკეთესად ვითარდება მისი ფესვთა სისტემა. შემოდგომა – იდეალური პერიოდი მცენარეების გადასარგავად.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ გყავთ ისეთი მეგობრები, რომელთაც ოთახის მცენარეების გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ჩვენი სტატია.

აუცილებლად მოგვიყევით, თუ რა ხერხებს იყენებთ თქვენი მცენარეების მოსავლელად. გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება, ასე ძალიან დაგვეხმარებით!