მხოლოდ ბროწეულია საჭირო, რათა ვებრძოლოთ ჭარბი კილოგრამებს და გავიჯანსაღოთ მთელი სხეული

1220

საკმაოდ ხშირად ექიმები რეკომენდაციას უწევენ ბროწეულის წვენის რეგულარულად მირთმევას იმ პაციენტებში, რომელთაც ანემია, მაღალი წნევა ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად გიამბობთ, თუ რატომ არის ასეთი სასარგებლო ბროწეული ჩვენი ჯანმრთელობისათვის და როგორ მივიღოთ ის სწორად, რათა გავთავისუფლდეთ მრავალი პრობლემისგან. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი რჩევები თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.

ბროწეულის სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

1. ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში

ექიმების მტკიცებით, ბროწეულის წვენი სტიმულირებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს. თუ ჭარბი კილოგრამების პრობლემას ებრძვით, ყოველდღიურად მიირთვით ბროწეული წვენი, თუმცა აუცილებლად განაზავეთ ის თანაბარი რაოდენობით წყალით (100 მლ წვენი და 100 მლ წყალი). მიირთვით ერთი ჩაის ჭიქა ეს სასმელი ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, რათა მოიწესრიგოთ საჭმლის მონელების პროცესი.

წონის კლების მასტიმულირებელი კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება ბროწეულის მარცვლების ფაფისა და ზეითუნის ზეთის ნაზავია. აიღეთ ერთი საშუალო ზომის ბროწეული და ბლენდერის გამოყენებით მოამზადეთ ფაფა მისი მარცვლებისგან, შემდეგ დაუმატეთ 2 სურის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად მოურიეთ. მიირთვით მზა საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე. როდესაც ნაზავი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ახალი ულუფა.

2. აუმჯობესებს ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას

ბროწეულის წვენი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია, რის ხარჯზეც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე. გარდა მისი რეგულარულად მირთმევისა, შეგიძლიათ სახის ძალიან ეფექტური ნიღბის მომზადებაც: 100 გრამ კეფრის დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი და 3 სუფრის კოვზი ბროწეულის მარცვლების ფაფა, შემდეგ კარგად მოურიეთ. მიღებული მასა წაისვით სახის კანზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ 20 წუთით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ, რათა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ კანის მდგომარეობა.

3. აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას

ბროწეულის წვენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით კალიუმს – მინერალი, რომელიც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის. საკმაოდ მაღალია ამ პროდუქტში ანტიოქსიდანტების შემცველობაც, რის ხარჯზეც ის თავიდან გვარიდებს სისხლძარღვების კედლებზე ლიპიდური ნალექის დაგროვებას.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, მიირთვით ბროწეულის წვენი ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 2 თვე.

4. გვეხმარება გაციებითი დაავადებების დროს

როგორც კი გრიპისა და გაციებისათვის დამახასიათებელი პირველი ნიშნები შეგაწუხებთ, სააფთიაქო პრეპარატების მიღების ნაცვლად, მიირთვით ბროწეულის წვენი!

გამოჯანმრთელების პროცესი საგრძნობლად რომ დააჩქაროთ და ორგანიზმის თავდაცვითი ძალები მაქსიმუმამდე აიმაღლოთ, მიირთვით ერთი ბროწეულის ახლადგამოწურული წვენი, რომელიც განზავებული გექნებათ მცირეოდენი ანადუღარი წყაით. გარდა იმუნური სისტემის გაძლიერებისა, ამ სასმელს აქვს სიცხის დამწევი ეფექტი.

მოგეწონათ ჩვენი რჩევები? მაშინ აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც! გვიამბეთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ კომენტარების ველის მეშვეობით – ასე ერთმანეთს ძალიან დავეხმარებით.