ნაწლავების წმენდის იოლი და ეფექტური გზა. ასე გავთავისუფლდი კილოგრამობით მავნე ნარჩენისგან

2807

დროთა განმავლობაში ჩვენი ნაწლავები ძალიან ბინძურდება, რაც არასწორი კვებისა და მავნე ჩვევების შედეგია. იცოდით, რომ ჩვენს მსხვილ ნაწლავში კილოგრამობით მავნე ნარჩენი შეიძლება დაგროვდეს? თუ მათ მოშორებაზე დროულად არ ვიზრუნებთ, სავსებით შესაძლებელია, თავი იჩინოს ჯანმრთელობის არაერთმა საკმაოდ სერიოზულმა პრობლემამ.

როგორ მოვიშოროთ მავნე ნარჩენები სხეულიდან?

საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, მარტივად გაართმევს თავს ამ დავალებას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ნაწლავებიდან კილოგრამობით მავნე ნარჩენის მოსაშორებლად.

გარდა სხეულის გაწმენისა, ამ სასმელის რეგულარული მირთმევით, მოიშორებთ ზედმეტ კილოგრამებსა და ცხიმოვან ფენებს, მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას და საგრძნობლად გაიუმჯობესებთ კანისა და თმის მდგომარეობას.

გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას: 

  1. დაგჭირდებათ 8 ჩაის ჭიქა წყალი, 50 გრამი ხეჭრელის გამომშრალი და დაფქული ქერქი და 300 გრამი შავი ქლიავის ჩირი (წიპწების გარეშე).
  2. ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ საშუალო ზომის ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე.
  3. როდესაც წყალი წამოდუღდება, ჭურჭელს დააფარეთ თავსახური და განაგრძეთ ნარევის ხარშვა ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში.
  4. შემდეგ დაუმატეთ ნარევს 250 გრამი ასკილის სიროფი და დატოვეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთით.
  5. მზა საშუალება დააყოვნეთ მთელი ღამით.
  6. დილას გადაწურეთ ეს სასმელი მინის ბოთლში და შეინახეთ ის მაცივარში.

ნაწლავები ბოლომდე რომ გაიწმინდოთ და ზოგადი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ, მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად 100 გრამის ოდენობით, საღამოს 9 საათზე. კურსის ხანგრძლივობა – 12 დღე. თუ მიღებული ულუფა მთელი კურსისთვის არ გეყოფათ, მოამზადეთ ახალი სასმელი.

ეს საშუალება პირადად მაქვს გამოცდილი და შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ. დიდი იმედი მქვს, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!