როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები მარტივად და უმტკივნეულოდ

0
1245

საშინაო საშუალებები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, მინიმალურ ვადაში გაგათავისუფლებთ პაპილომებისა და მეჭეჭებისგან, თანაც სრულიად უმკტივნეულოდ.

თუ ეს უსიამოვნო პრობლემა გაწუხებთ, საგანგაშო არაფერია. როგორც წესი, მეჭეჭები კეთილთვისებიანი წამონაზარდებია და არ წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისათვის. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხეულის სხვადასხვა მიდამოებში გაჩენილი ეს წამონაზარდები არაესთეტიკური შესახედაობისაა და უარყოფითად მოქმედებს ჩვენს თვითშეფაზებაზე.

თუ მეჭეჭების სწრაფად და უმკტივნეულოდ მოშორება გსურთ, გამოიყენეთ ნატურალური საშუელებები და გზები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ.

როგორ მოვიშოროთ მეჭეჭები?

1. წებოვანი ლენტი (იზოლაცია)

დიახ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, წებოვანი ლენტი გაცილებით ეფექტურია მეჭეჭების მოსაშორებლად, ვიდრე ნებისმიერი სხვა საშუალება. არც თუ ისე მჭიდროდ გადაიხვიეთ ლენტი (იზოლაცია) მეჭეჭზე, ისე რომ მას ჰაერი საერთოდ არ მოხვდეს. გაიჩერეთ 6 დღით, შემდეგ კი კანის გარქოვანებული ზედაპირი გაიხეხეთ პემზის ქვით.

თუ მეჭეჭი ამ დროში ბოლომდე არ გაქრა, კვლავ შეიფუთეთ ის წებოვანი ლენტით და გაიჩერეთ 6 დღით. საერთო ჯამში მკურნალობამ მაქსიმუმ 2 თვეს გასტანოს.

2. პროპოლისი

ყველას არაერთხელ გვსმენია პროპოლისის (დინდგელი) სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ. მისი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული ეფექტი გვეხმარება მეჭეჭებისა და პაპილომების ბოლომდე გაქრობაში. არ დაგავიწყდეთ, რომ პაპილომა თავის მხრივ ინფექციაა, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არაერთი გზით შეიძლება მოხვდეს.

თუ პროპოლისის ნაყენს სამი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიიღებთ, შეძლებთ პაპილომა ვირუსის მოსპობას ორგანიზმში. გახსოვდეთ, რომ სხვადასხვა ნაყენების მიღებისას აუცილებელია ორგანიზმის ინდივიდუალურობის გათვალისწინება. ამიტომ, თუ ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ, მკურნალობის შესაბამისი კურსი ოჯახის ექიმს დაანიშნინეთ.

3. კიპარისისა და ლიმონის ეთერზეთები

ზოგიერთი ეთერზეთი, მათ შორის ლიმონისა და კიპაროსის, ანტივირუსული ძლიერი თვისებებით გამოირჩევა, რაც ხდის მათ ეფექტურს პაპილომებისა და ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ორივე კომპონენტი შეურიეთ ერმანეთში თანაბარი რაოდენობით, დაიტანეთ ბამბის დისკზე და აქტიურად დაიმუშავეთ მეჭეჭი. თუ პროცედურას დღის განმავლობაში რამდენჯერმე ჩაიტარებთ, ძალიან მალე გათავისუფლდებით ამ უსიამოვნო პრობლემისგან.

4. აბუსალათინის ზეთი

რეგულარულად დაიმუშავეთ მეჭეჭები აბუსალათინის ზეთით. ასე არა მხოლოდ მოიშორებთ უსიამოვნო წამოანზარდს, არამედ დაიცავთ თავს სხეულის სხვა მიდამოებიში მისი გავრცელებისაგან.

5. ინგლისური მარილი და ვაშლის ძმარი

მოამზადეთ ნარევი ინგლისური მარილისა და ვაშლის ძმრისგან ( თანაფარდობა 1 : 4). კარგად დაასველეთ მასში ბამბის დისკი და გულდასმით დაიმუშავეთ მეჭეჭები. ეს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეთოდია, რომელიც სწრაფად და უმკტივნეულოდ გაგათავისუფლებთ ამ პრობლემისაგან.

6. ბანანის კანი

გამოიყენეთ ბანანის კანის შიდა მხარე მეჭეჭების დასამუშავებლად, რათა ეს წამონაზარდები ზომებში სწრაფადვე შემცირდეს, ხანმოკლე დროში კი ბოლომდე გაქრეს.

დიდი იმედი მაქვს, ეს რჩევები და საშუალებები დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!