კუნთების კრუნჩხვებმა მრავალი მიზეზის გამო შეიძლება იჩინოს თავი. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: ორგანიზმის გაუწყლოება, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ნერვის დაზიანება, სხვადასხვა მინერალების უკმარისობა და კუნთების გადატვირთვა.
თუ ეს პრობლემა თქვენთვის კარგად ნაცნობია, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა. ამ ნატურალური საშუალებების დახმარებით მარტივად დააღწევთ თავს საშინელ ტკივილს.
როგორ გავუმკლავდეთ კუნთების კრუნჩხვებს?
1. გაიკეთეთ ცივი კომპრესი
აიღეთ პოლიეთილენის პარკი, ჩაყარეთ მასში ყინულის კუბიკები და იკეთეთ კუნთების მასაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში. ეს პრაქტიკა საიმედოდ დაგიცავთ მტკივნეული შეგრძნებებისგან.
2. სვით საკმარისი რაოდენობით წყალი
თუ კიდურების ქრონიკული კრუნჩხვები გაწუხებთ, დიდი ალბათობით თქვენი სხეული გაუწყლოებულია. პრობლემის გადასაჭრელად და საშინელი ტკივილის თავიდან ასარიდებლად აუცილებლად მიირთვით დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით სუფთა სასმელი წყალი.
3. გაწელვები
გაწელვები და სხეულის გამახურებელი ვარჯიშები საუკეთესოა კიდურების კრუნჩხვების პროფილაქტიკისთვის. დადექით კედლის წინ, ერთი ფეხი გაწიეთ უკან და ნელ-ნელა ჩაჯექით. შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ იგივე ვარჯიში.
4. ვაშლის ძმარი
მოცემული პროდუქტი მდიდარია კალციუმითა და კალიუმით. ორივე მინერალის დეფიციტი შეიძლება საფუძვლად ჩაეყაროს კუნთების კრუნჩხვებს. თუ მტკივნეული შეგრძნებები თქვენთვის უცხო არ არის, მიირთვით შემდეგი სასმელი დღეში 2-ჯერ: 2 სუფრის კოვზივაშლის ძმარი გახსენით ერთ ჩაის ჭიქა წყალში.
5. მიირთვით თხილეული და მარცვლეული
მიირთვით რეგულარულად ნიგოზი, თხილი, კეშიუ, ნუში, სელისა და ჩიას თესლი, ლობიო და სხვა მარცვლეული, რათა შეივსოთ ორგანიზმში მაგნიუმის მარაგი. სწორედ ამ მინერალის დეფიციტი განაპირობებს კუნთების კრუნჩხვებსა და საშინელ ტკივილს.
თუ ამ რჩევებსა და რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ, ხანმოკლე დროში შეძლებთ პრობლემისგან გათავისუფლებას.
დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ დღევანდელი ჩვენი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!