ასე მოვიშორე კოჟრები, ბზარები და გავიგლუვე კანი ხელმისაწვდომი ნარევის დახმარებით

2198

ფეხისგულების კანის გაუხეშება და გარქოვანება იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან ისინი ყოველდღიურად კოლოსალურ დატვირთვას განიცდის. არაკომფორტული ფეხსაცმლის ტარება და კანის გამოშრობა კიდევ უფრო ამწვავებს სიტუაციას.

თუ ქუსლების კანი გაგიუხეშდათ, გაგიჩნდათ კოჟრები და ბზარები, აუცილებლად ცადეთ ჩვენი დღევანდელი საშუალება. ის მინიმალურ დროში გაგათავისუფლებთ უსიამოვნო პრობლემისაგან.

გარდა კანის დარბილებისა, ეს ხელმისაწვდომი ნარევი დაგავიწყებთ ისეთ გავრცელებულ პრობლემას, როგორიც უსიამოვნო სუნია.

როგორ მოვიშოროთ კოჟრები და ბზარები?

დაგჭირდებათ:

  • 1 ს.კ. კბილის პასტა
  • 1 ჩ.კ. ნებისმიერი მცენარეული ზეთი
  • 1 ჩ.კ. გლიცერინი
  • სტრეჩი (საკვების პლიონკა)

ინსტრუქცია:

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში. მომზადებული მასა კარგა შეიზილეთ ფეხისგულებში, გადაიკარით სტრეჩი ან პოლიეთილენის პარკი, ამოიცვით წინდები და დაწექით. დაიტოვეთ საშუალება სამოქმედოდ მთელი ღამით.

უკვე ერთ კვირაში საკუთარ კანს ვეღარ იცნობთ: ის ისეთივე გლუვი, რბილი და ნაზი გახდება, როგორც თინეიჯერობის ასაკში.