თუ დაძინება ძალიან გიჭირთ, მიირთვით ნატურალური ნარევი დაწოლამდე

4944

ძილთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოს მასშტაბის ტრაგედიაა. გაღიზიანებადობა, იმუნიტეტის დასუსტება, გულის დაავადებები, წნევასთან დაკავშირებული პრობლემები, ფსიქიკური აშლილობა – მცირე ჩამონათვალი იმ სავალალო შედეგებისა, სადამდეც უძილობას მივყავართ.

თუ მიეკუთვნებით ადამიანების იმ კატეგორიას, ვისაც დაძინება ძალიან უჭირს, მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი ხართ, აუცილებლად ცადეთ ჩვენი დღევანდელი საშუალება. ის მოგიწესრიგებთ ძილის რეჟიმს და შეგიწყობთ ხელს ხარისხიანად დასვენებაში.

ეს საშუალება შედგება მხოლოდ ორი კომპონენტისგან და მზადდება მარტივად. გირჩევთ, საკუთარ თავზე გამოცადოთ მისი საოცარი ძალა.

დაგჭირდებათ:

  • 5 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1 ჩაის კოვზი ჰიმალაის ვარდისფერი მარილი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. შეურიეთ ორივე ინგრედიენტი ერთმანეთში, მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
  2. ყოველ საღამოს, დაძინების წინ მიირთვით ეს საშუალება 1/2 ჩაის კოვზის ოდენობით. კარგი იქნება, თუ მას ენის ქვეშ დაიდებთ.

რატომ ჰიმალაის ვარდისფერი მარილი?

ეს პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 84 მინერალს, რომლებიც არ მუშავდება ქიმიურად. ჰიმალაის მარილში შემავალი მინერალები აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისათვის, მათ შორის ნორმალური ძილისთვისაც. ეს ხელმისაწვდომი პროდუქტი ამცირებს სისხლის წნევას და აწესრიგებს მელატონინისა და სეროტონინის გამომუშვებას.

რატომ თაფლი?

ნატურალური თაფლი ვიტამინებისა და მინერალების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. ყველას არაერთხელ გვსმენია ჩვენს ორგანიზმზე ამ პროდუქტის სასარგებლო გავლენის შესახებ. მიიღეთ ის რეგულარულად, რათა არა მხოლოდ მოიწესრიგოთ ძილი, არამედ მოამარაგოთ სხეული სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით.

თუ ძილის რეჟიმი დარღვეული გაქვთ, აუცილებლად ცადეთ ეს საშუალება. პირობას გაძლევთ, კმაყოფილი დარჩებით.

ჰიმალაის ვარდისფერი მარილისა და თაფლის ნარევი მოამარაგებს თქვენს სხეულს მისთვის აუცილებელი ვიტამინებით, ფერმენტებითა და მინერალებით.